ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

აშშ- პოლიცია

სამართალი 1714141451

გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.საუბარია ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის, ოთარ გელაშვილის მკვლელობის საქმეზე.„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის აგვისტოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა. პროკურატურამ ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარუდგინა. სასამართლომ ორივე მათგანი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

ნინო ლაცაბიძე

რეგიონი 1714139446

,,ქართული” ალბათ ეს არის ის მთავარი ღირებულება, რომლითაც ჩვენ ევროპის გზაზე უნდა ვიაროთ და ევროპული დიდი ოჯახისთვის საინტერესოც სწორედ ამიტომ ვართ - ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებული,  ქართული ქორეოგრაფიის  ფესტივალის- ,,ქართული" საკონკურსო ნაწილი,  გალა-კონცერტითა და  გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.კონკურს-ფესტივალის სპეციალურმა ჟიურიმ, გამარჯვებულები 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა. საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენდა და რუსთავის მერის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯილდო, ფესტივალის მონაწილე ოცდაოთხივე ანსამბლს ხვდა წილად. კონკურსის გრან პრისა და საპრიზო ადგილების მფლობელი ქორეოგრაფიული ჯგუფები, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა დააჯილდოვეს.,,ქართული” ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო საფესტივალო ტრადიციაა, რომელიც ჩვენმა გუნდმა, ჩვენს ქალაქში  ერთად დავაარსეთ.  კონკურს-ფესტივალი, ჩვენ მთავარ ქართულ ღირებულებებზე დავაფუძნეთ და  ქორეოგრაფიული ანსამბლები, რუსთავში შესანიშნავ ქართულ საღამოებს მართავდნენ. ,,ქართული” - ალბათ ეს არის ის მთავარი ღირებულება, რომლითაც ჩვენ ევროპის გზაზე უნდა ვიაროთ და ევროპული დიდი ოჯახისთვის საინტერესოც სწორედ ამიტომ ვართ”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.ფესტივალის გრან პრის მფლობელი, ბოლნისის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,თამარიონი" გახდა, რომელსაც რუსთავის მერიამ, გარდამავალი პრიზის გარდა, 10 000 ლარის ოდენობის ფულადო ჯილდო გადასცა, პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა და 7 000 ლარი გადაეცა რუსთავის ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ჯავარს”. ,,ძალიან ემოციური საკონკურსო 5 დღე გავიარეთ და დღეს გამოვლინდნენ გრან-პრისა და საპრიზო ადგილების  მფლობელები, თუმცა მე ვფიქრობ, რომ გამარჯვებული ,,ქართულის” თითოეული მონაწილეა. ყველაზე დიდი გამარჯვება კი რის ის, რომ რუსთავში მოხდა ქვემო ქართლის რეგიონებში მოქმედი ანსამბლების დამეგობრება და შეკავშირება”, - განაცხადა რუსთვის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა. ფესტივალი ,,ქართული",  წელს პირველად ჩატარდა და მასში ქვემო ქართლის 24 ანსამბლი და 1500 მოცეკვავე მონაწილეობდა. „ქართულისთვის“ ექსკლუზიურად დამზადდა ფესტივალის ლოგო, რომელზეც რუსთაველმა კალიგრაფმა ნიკა ღუნაშვილმა იმუშავა. ექსკლუზიურია მუსიკაც, რომელიც სპეციალურად „ქართულისთვის“ კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ შექმნა და რომელსაც ეთნო ჯაზ ბენდი ,,ირიაო" ასრულებს.,,ქართულის"  არასაკონკურსო საფესტივალო დღეები, რუსთავში კიდევ 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

პროკურატურა

სამართალი 1714138517

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2023 წლის აგვისტოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.პროკურატურამ ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარუდგინა. სასამართლომ ორივე მათგანი სრულად ცნო  დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა 1714137686

როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა - მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე

შეცდომაში მათ შეჰყავთ საზოგადოება, როდესაც საზოგადოებას ემუქრებიან იმით, რომ ევროკავშირმა შეიძლება სავიზო რეჟიმი გააუქმოს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს არის შეცდომაში შეყვანა, როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოსდა მას შეუძლია როგორც რუსეთი აკეთებს, რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, ასე გამოიყენოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან მიმართებით, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ოპოზიციის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.ბოჭორიშვილმა განმარტა, თუ რა საფუძვლები და პროცედურებია უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის საჭირო. მისი თქმით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, როდესაც კონკრეტული დაინტერესებული პირების მხრიდან ასე მარტივად ხდება ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საუბარი და საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად მისი განხილვა."ევროკავშირი ეფუძნება იმ წესებს, რომლებიც შეთანხმებულია წევრ ქვეყნებს შორის და ეს წესები გაწერილია ზუსტად იმ დოკუმენტებში, რომლებსაც მხოლოდ ნაწილობრივ აფრიალებენ, თუმცა, არავინ ააშკარავებს, რა საფუძვლებია განსაზღვრული იმისათვის, რომ თუნდაც ის პროცედურა დაიწყოს ევროკომისიამ და დაიწყოს საკითხის შესწავლა. ერთი, რომ უნდა არსებობდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის დასაბუთებული განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ მას, მის უსაფრთხოებას ექმნება მიგრაციის საფრთხე, ან ჩვენს ქვეყანასთან არ აქვს სათანადო თანამშრომლობა და ეს უქმნის მის უსაფრთხოებას საფრთხეს და გაზრდილია კონკრეტულ ქვეყანასთან მიმართებით საქართველოდან მომდინარე საფრთხეები. ამის საფუძველზე უკვე ევროკომისიას შეუძლია საკითხის შესწავლა, თუმცა, შეჩერების მექანიზმი არის ის ბოლო ინსტანცია, რომელიც გამოიყენება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ქვეყანა არ თანამშრომლობს ევროკავშირთან იმ საფრთხეების აღმოფხვრის კუთხით, რასაც რომელიმე წევრი ქვეყანა გააჟღერებს, ამ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა, რომლის მექანიზმის ამუშავების პროცესში ჩართულები არიან ექსპერტები ყველა წევრი სახელმწიფოდან და როდესაც მზადდება წინაპირობები, რასაც ევროკომისია წარუდგენს უკვე შემდგომ საბჭოს და ევროპარლამენტს, შემდგომ ხდება გადაწყვეტილების მიღება ჩვეულებრივი უმრავლესობით, რაზეც აპელირებენ. ეს არის სწორედ შეცდომაში შეყვანა, როდესაც ასე მარტივად აყენებ ვიზალიბერალიზაციის საკითხს, როგორც თითქოსდა პოლიტიკური ინსტრუმენტის საკითხს საქართველოს წინააღმდეგ." - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.Write to ოცნება - პრაიმ თაიმი

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა 1714137446

ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს დამნაშავეების გმირებად შერაცხვა - მაკა ბოჭორიშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე ისაუბრა.ბოჭორიშვილის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს დამნაშავეების გმირებად შერაცხვა.„რაც შეეხება სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევას ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რეალურად ეს აჩვენებს სწორედ ზუსტად რა აწუხებთ მათ, ვინც ამგვარი რეზოლუციის ინიციირებით არიან დაკავებული საქართველოს წინააღმდეგ. რეალური მიზანი არის, რომ მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე, იმისათვის, რომ კანონის გვერდის ავლით მოხდეს კიდევ ერთი ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს ერთგვარად დამნაშავეების გმირებად შერაცხვა, რაც არაერთხელ ვნახეთ ჩვენ სამწუხაროდ სწორედ იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც ახლაც ლობირებენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და აბსოლუტურად უსამართლო და უსაფუძვლო მოთხოვნებით თითქოსდა მას რაიმე ჰუმანიტარული საჭიროება აქვს ამისათვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.