ბრედ პიტი ტომ კრუზზე - „არ ვიცი, რომელი ჩვენგანია უფრო მამაცი!“ - ვიდეო

16:01 09-18-2019
81

ბრედ პიტი, რამდენიმე დღის წინ „ელენ დეჯენერსის შოუს“ სტუმარი გახლდათ. მსახიობმა, აუდიტორია მისი ხუმრობით გაახალისა და აღნიშნა, რომ იგი საკუთარ თავს, ტომ კრუზზე უფრო თამამად თვლიდა.

55 წლის მსახიობმა თავის ბოლო ფილმზე - „ერთხელ ჰოლივუდში“ საუბრისას თქვა, რომ მისი ყველაზე გაბედული საქციელი იყო, როცა ძაღლი სახეზე და კისერზე ლოკავდა.

width=600

ვარსკვლავმა, ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ თავისი ყველაზე თამამი მოქმედების შესახებ ისაუბრა.

”ჩემი მეგობარი ტომ კრუზი, საკუთარ თავს თვითმფრინავს ადარებს, რომელიც აფრინდა და დაეშვა. მე, კისერზე ვაშლის სოუსი წავისვი, რომ პიტბულს, ჩემს მიმართ სიყვარული და სიახლოვე ეგრძნო. არ ვიცი, რომელი ჩვენგანია უფრო მამაცი”, - თქვა მან.

width=600

სხვათა შორის, 57 წლის ტომ კრუზმა, საკუთარ თავზე თითქმის მოირგო პიტის როლი ფილმში - „ერთხელ ჰოლივუდში“. რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ აღნიშნა, რომ მან კრუზს სთხოვა, ეთამაშა კასკადიორი კლიფ ბუტა, სანამ ამ როლს პიტს მისცემდა.

width=600

”ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. ის შესანიშნავი ადამიანია და ჩვენ საერთო ენა ვიპოვნეთ. ეს შეიძლება მოხდეს სხვა პროექტში”, - თქვა რეჟისორმა ჯოშ ჰოროვიცმა „Happy Sad Confused“-ის პოდკასტში.

პიტმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოამზადა ფილმში, თავისი ცნობილი ტოპლესის სცენარი. 

width=600

”კლიფ ბუტი არის კასკადიორი, ამიტომ ის უნდა იყოს კარგ ფიზიკურ ფორმაში. მე ვემზადებოდი. ვცდილობდი, ჯანმრთელი ცხოვრების წესით მეცხოვრა, კვირაში რამდენჯერმე დავდივარ სავარჯიშო დარბაზში, დავრბივარ, ვვარჯიშობ გირებით“ - ამბობს ბრედი თავის პერსონას შესახებ.  

ამავე დროს, მსახიობი ამტკიცებს, რომ ფიტნეს ძალიან სერიოზულად არ აღიქვამს.  დეჯენერის კითხვაზე, ყველაზე მძიმე რა წონის აწევა შესძლო, პიტმა გაიცინა: - არ ვიცი, ასე გულმოდგინედ არ ვმუშაობ.

width=600

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ ბრედ პიტმა ისაუბრა, თუ როგორ ებრძოდა ალკოჰოლიზმს, ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ.

width=600

პიტმა, ასევე პრეტენზია გამოთქვა, ცნობილი ადამიანის ცხოვრებაზე - მსახიობმა, ისაუბრა, თუ რა პრობლემებს წააწყდა პოპულარობის გამო.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე