ჰონგ-კონგის 100 საპროტესტო დღე

17:26 09-17-2019
54

მას შემდეგ რაც პარლამენტმა ექსტრადიციის შესახებ პროექტი წარადგინა, ჰონგ-კონგი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომელიც უკვე მეასე დღეა გრძელდება. 

საპროტესტო ტალღა ჰონგ-კონგში ივნისში დაიწყო.

მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით ზოგიერთ შემთხვევაში ნებადართული ხდებოდა დაკავებული პირების ჰონგ-კონგიდან ჩინეთის ძირითად ნაწილში გადაყვანა სასამართლოსთვის.

მიტინგების შემდეგ, მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია, მაგრამ საპროტესტო აქციების მონაწილეებმა მოთხოვნები გააფართოვეს - ისინი პირდაპირ არჩევნებს და პოლიციის მეტ ანგარიშვალდებულებას მოითხოვენ.

ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე შეტაკება მოხდა სამართალდამცველებთან. ძალოვანი სტრუქტურებით აქციას წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შლიდნენ. რამდენიმე ადამიანმა შეტაკებების დროს თვალი დაკარგა.

სხვადასხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით, აქციების გამო დაახლოებით 1,300 ადამიანია დაკავებული.