ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

pensia

1710406857

პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე, 150 000-მდე პირს საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება

„ლიბერთი“ ბანკი საპენსიო სესხებზე პროცენტის კლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით.„ლიბერთი“ აცხადებს, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით. კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.ამ ცვლილების შედეგად 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს.დეტალები და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ https://bit.ly/3TAQ4Pt„ლიბერთი“ აგრძელებს უფროსი ასაკის ადამიანებზე ზრუნვას და მათთვის გაუმჯობესებული მომსახურების შეთავაზებას, რასაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ასრულებს ლიბერთის გუნდის თითოეული წევრი.„ლიბერთის“ მიზანია ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად. ბოლო წლებში მიღებული ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება მომხმარებელთა საჭიროებებზეა ორიენტირებული, რაც მომავალშიც გაგრძელდება და ბანკის მხრიდან არაერთი სასარგებლო სიახლე დაანონსდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ვატო შაქარიშვილი

პოლიტიკა 1714800600

ვატო შაქარიშვილი აშშ-ის საელჩოს: რა წარმოდგენა გაქვთ ქართველ ხალხზე? გასულ წელს, თქვენივე კანონის პირდაპირი თარგმანი რუსულად გამოაცხადეთ, ახლა გვეუბნებით, რომ კანონი კრემლისგან არის შთაგონებული. გსურთ, შანტაჟს მიპატიჟება დაარქვათ - ეს აღარ გამოვა!

აშშ-ის საელჩო! რისი მიღწევა გინდათ ამ უტიფარი ტყუილებით? რა წარმოდგენა გაქვთ ქართველ ხალხზე? თვალში ნაცრის შეყრას და შეურაცხყოფას თავს რატომ არ ანებებთ? - წერს საზოგადოებრივი მოძრაობის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.მისი განცხადებით, საელჩომ ჯერ რუსულად შერაცხა FARA-ს ქართული ანალოგი, ახლა კი ცდილობს, იმავე პრინციპებზე დაფუძნებული გამარტივებული კანონი კრემლისგან შთაგონებულად წარმოაჩინოს. შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ აშშ-სა და ევროპას აქვს დასამტკიცებელი დასავლური ღირებულებების ერთგულება, ვინაიდან, ორმაგი სტანდარტის და ფარისევლობის არსებული ხარისხი, მათი მიმართ ნდობას ამცირებს. “აშშ-ის საელჩო! რისი მიღწევა გინდათ ამ უტიფარი ტყუილებით? რა წარმოდგენა გაქვთ ქართველ ხალხზე? თვალში ნაცრის შეყრას და შეურაცხყოფას თავს რატომ არ ანებებთ? ჯერ იყო და გასულ წელს, თქვენივე კანონის FARA-ს პირდაპირი თარგმანი რუსულად გამოაცხადეთ.ახლა, გაცილებით უფრო მსუბუქ კანონზე, რომელიც დაფუძნებულია იმავე FARA-ს პრინციპებზე, ევროკომისიის დირექტივაზე, ფრანგულ და სხვა უკვე მოქმედ პრაქტიკებზე, გვეუბნებით, რომ კრემლისგან არის შთაგონებული. გსურთ რომ ზეწოლასა და შანტაჟს, მიპატიჟება დაარქვათ და მორჩილებაზე ნათქვამი უარი, მიწვევაზე უარის თქმად გაასაღოთ! ეს აღარ გამოვა! დღეს, თუ ვინმეს აქვს დასამტკიცებელი დასავლური ღირებულებების ერთგულება ეს სწორედ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია და ევროკავშირის ბიუროკრატიაა! 1500 წელზე მეტია საქართველოს ამ გზიდან არასოდეს გადაუხვევია! ეს თქვენ აცდით აბსოლუტურად ყველა ფასეულობას, რაზეც იდექით და რამაც ძლიერება მოგიტანათ! ვერ ხვდებით, რომ კომიკურად გამოიყურებით, როდესაც თქვენი პრეზიდენტი აცხადებს, რომ საკუთრების განადგურება, ვანდალიზმი, შეღწევა, ფანჯრების ჩამტვრევა, კამპუსების დაკეტვა არ არის მშვიდობიანი პროტესტი, რომ ეს კანონს ეწინააღმდეგება, მისი განკარგულებით სხვადასხვა უნივერსიტეტში მშვიდობიან სტუდენტებს სასტიკად არბევთ, 2000-მდე ადამიანს აკავებთ, ამის პარალელურად კი, საქართველოს პარლამენტზე მრავალსაათიან შტურმს, პოლიციელებზე ქვების სროლას, კერძო და სახელმწიფო ქონების განადგურებას, ქალაქის სრულ პარალიზებას მშვიდობიან პროტესტად ნათლავთ!სწორედ ეს არის ცრუ ნარატივი და არა ის, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ თქვენი ხელშეწყობით საქართველოში რევოლუციების არაერთი მცდელობის შესახებ! ორმაგი სტანდარტის და ფარისევლობის ეს ხარისხი, ნულამდე ამცირებს ნდობას თქვენი მისამართით და ყოველი ახალი განცხადება უფრო და უფრო კარგავს ფასს!” - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

კვარაა

საზოგადოება 1714774829

ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა! ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა, ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს!არ მინდა, ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის. ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება. გული მწყდება, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით. არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი, საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო,“ - წერს კვარაცხელია.

ხაჭოს პასკა

მსოფლიო 1714773284

როგორც ბებო ამზადებდა - სააღდგომო ხაჭოს პასკის რეცეპტი

ხაჭოს პასკა არის დახვეწილი და ძალიან გემრიელი დესერტი, რომელსაც ამზადებენ სააღდგომოდ. ამ მარტივი რეცეპტის მიხედვით, ხაჭოს პასკა მზადდება ორი გემოთი: ვანილის და შოკოლადის. უნდა გვახსოვდეს: კერძის ინგრედიენტები არ ექვემდებარება სითბურ დამუშავებას, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია მხოლოდ მაღალი ხარისხის და ძალიან ახალი პროდუქტების გამოყენება.შემადგენლობახაჭო - 500 გ;კარაქი - 150 გ;შაქარი - 110 გ;ვანილის შაქარი - 1 ჩ/კ;კაკაოს ფხვნილი - 4-8 გ (სურვილისამებრ);ნიგოზი - 25 გ;მუქი თესლოვანი ქიშმიში - 30 გ;კონიაკი - 25 მლ (სურვილისამებრ);ერთი ახალი კვერცხი.საფეხურები:პასკის მომზადებამდე 2-3 საათით ადრე გამოიღეთ 150 გრ კარაქი მაცივრიდან, რომ დარბილდეს.მოამზადეთ სუფთა მარლა და პასკის ფორმა. ფორმაში ჩააფინეთ ოდნავ ნესტიანი მარლა.ტაფაზე მოხალეთ ნიგოზი რამდენიმე წუთის განმავლობაში, გააცალეთ კანი და წვრილად დაჭერით. ქიშმიში გარეცხეთ და დაასხით მდუღარე წყალი რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ გააშრეთ ქაღალდის პირსახოცზე. თუ გსურთ, ქიშმიში შეგიძლიათ კონიაკში, რომში ან სხვა სასმელში დაალბოთ.თუ რეცეპტში იყენებთ ვანილის მარცვლებს, გაჭერით იგი შუაზე ბასრი დანით და ამოიღეთ რბილობი. დაამატეთ იგი შაქარს.გარეცხეთ და გააშრეთ კვერცხი. გააცალკევეთ გული ცილისგან. არ გჭირდებათ ცილა. კოვზით შეურიეთ გულს შაქარი და ვანილის რბილობი (ან ვანილის შაქარი), დაამატეთ დარბილებული კარაქი.თუ რეცეპტში კვერცხს არ იყენებთ, ჯერ კარგად შეურიეთ კარაქი შაქართან და ვანილთან ერთად. შემდეგ დაუმატეთ ხაჭო, ჩაასხით თასში კოვზის (სასურველია ხის) გამოყენებით მცირე ულუფებით წვრილი საცერიდან. აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.მიღებული ხაჭოს მასა გაყავით ორ უთანასწორო ნაწილად: პატარას (დაახლოებით 200 გ.) დაუმატეთ საცერში გაცრილი კაკაო და წვრილად დაჭრილი თხილი, მეორეს კი ქიშმიში.ხაჭოს ორივე პორცია მოათავსეთ ყალიბში, მოუკარით მარლის თავისუფალი ბოლოები და დააფარეთ დამატებით ორი ფენა პოლიეთილენის საფარი, ზემოდან დაადეთ მძიმე წონა და ფორმა შედგით მაცივარში დაახლოებით 48 საათით. მზა ხაჭოს პასკა მოათავსეთ თეფშზე და გააფორმეთ თქვენი გემოვნებით.წყარო:

გიორგი ბერაძე

საზოგადოება 1714772610

„შენთან რა უნდოდა სიკვდილს... ეს არის ტკივილი, რომელსაც დასასრული არ აქვს...“ - ახალგაზრდა კაცს ემოციურად ემშვიდობებიან

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი, გიორგი ბერაძე გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტების არხის დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ქუთაისიდან იყო. შოთო სიხარულიძე წერს, ემიგრანტის გარდაცვალების მიზეზზეც.„საბერძნეთში, ათენში, გარდაიცვალა ემიგრანტი, ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე გიორგი ბერაძე - გლოვობს ჩემი ქუთაისი.გული გაუჩერდა, დაიძინა და ვეღარ გააღვიძეს... შენთან რა უნდოდა სიკვდილს...ეს იყო შენი ბედი?? იმდენი რამე მინდა ვუთხრა მის გამწარებულ ოჯახს, მეუღლეს, ხატიას და მის შვილებს, რომელმაც ასეთი ძვირფასი ადამიანი დაკარგეს...“, - წერს შოთო სიხარულიძე სოცუიალურ ქსელში. 

ეკლესია სანთლები

საზოგადოება 1714772177

რა უნდა გააკეთოს მორწმუნე მრევლმა დიდ შაბათს

დიდი შაბათი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წინა დღეა.ვნების შვიდეულის შაბათი ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როცა პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და მას ლოდი მიაგორა.წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება. ამ დღეს მაცხოვარი სხეულით საფლავში იმყოფებოდა, ხოლო სულით ჯოჯოხეთში მართალთა სულების ამოსაყვანად ჩაბრძანდა.„დიდი შა­ბა­თის ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ლი­ტურ­გი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ის მწვერ­ვა­ლია. ეს არაა იესო ქრის­ტეს სიკ­ვდი­ლი­სა და და­საფ­ლა­ვე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დრა­მა­ტუ­ლი გა­თა­მა­შე­ბა ან სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი რი­ტუ­ა­ლუ­რი დად­გმა. ეს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა ღრმა სუ­ლი­ე­რი წვდო­მაა მა­ცხოვ­რის იმ ქმე­დე­ბის მა­რა­დი­ულ არსში, რომ­ლი­თაც მან კა­ცობ­რი­ო­ბა იხ­სნა.ბა­სი­ლი დი­დის საღვთო ლი­ტურ­გია ანუ წირ­ვა ამ დღეს ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე გვი­ან იწყე­ბა და მწუხრს უერ­თდე­ბა. მღვდე­ლი სა­კურ­თხე­ველ­ში ტრა­პეზ­თან კი არ მსა­ხუ­რობს, არა­მედ ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში, გარ­და­მოხ­სნას­თან.მცი­რე შე­სავ­ლი­სა და "ნა­თე­ლი მხი­ა­რუ­ლის" გა­ლო­ბის შემ­დეგ იკი­თხე­ბა 15 სა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლო სა­კი­თხა­ვი ძვე­ლი აღ­თქმი­დან. ყო­ველ მათ­გან­ში ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ვია ღვთის მიერ სამ­ყა­როს ხსნა, რაც აღ­თქმუ­ლი მე­სი­ის მოს­ვლით აღ­სრულ­და.წირ­ვის დამ­თავ­რე­ბის შემ­დგომ აკურ­თხე­ბენ ღვი­ნო­სა და პურს მლოც­ველ­თა სა­ნუ­გე­შოდ და გან­სამ­ტკი­ცებ­ლად. ამას "მო­ცი­ქულ­თა საქ­მე­ე­ბის" კი­თხვა მოს­დევს, რაც შუ­ა­ღა­მი­ა­ნის ლოც­ვამ­დე გრძელ­დე­ბა.ღა­მის თორ­მეტ სა­ა­თამ­დე აღეს­რუ­ლე­ბა შუ­ა­ღა­მი­ა­ნი, რომ­ლის დრო­საც იკი­თხე­ბა დიდი შა­ბა­თის კა­ნო­ნი, მის და­სას­რულს კი სამ­ღვდე­ლო­ე­ბა ტაძ­რის შუ­ა­გუ­ლი­დან აღ­სავ­ლის კა­რით უხ­მოდ გა­და­ას­ვე­ნებს გარ­და­მოხ­სნას სა­კურ­თხე­ველ­ში, წმინ­და ტრა­პეზ­ზე, სა­დაც ის უფ­ლის ამაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლამ­დე რჩე­ბა, ნიშ­ნად იმი­სა, რომ იესო ქრის­ტემ მკვდრე­თით აღ­დგო­მის შემ­დეგ ორ­მო­ცი დღე დაჰ­ყო ამ­ქვეყ­ნად.ამის შემ­დეგ მორ­წმუ­ნე­ნი სა­სო­ე­ბით ელი­ან შუ­ა­ღა­მის დად­გო­მას, რო­დე­საც ჩვე­ნი უფ­ლის, იესო ქრის­ტეს, ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მის უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლი იწყე­ბა. აღ­დგო­მის სი­ხა­რუ­ლი უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი­სა, რომ­ლის მსგავ­სიც დე­და­მი­წის ზურ­გზე არც არის და არც შე­იძ­ლე­ბა იყოს. ეს არის უსას­რუ­ლო სი­ხა­რუ­ლი მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლი­სა და ნე­ტა­რე­ბი­სა“ - ვკითხულობთ საეკლესიო ლიტერატურაში.