მე წავალ ციხეში, მაგრამ ამას ჩემი მშობლები ვეღარ გადაიტანენ - თამარ მეარაყიშვილი დახმარებას ითხოვს

21:57 09-16-2019
727

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი, თამარ მეარაყიშვილი დახმარებას ითხოვს. თამარს ცხინვალის ციხეში პატიმრობა ემუქრება. სამოქალაქო აქტივისტი წერს, რომ მას ადვოკატით დახმარება სჭირდება.

დღეს, სასამართლო სხდომა ისე წარიმართა, იძულებული გავხდი გამომეცხადებინა, რომ საქმეში ადვოკატი ჩაერთვება. მოსამართლე დღესვე აპირებდა დასრულებას მოწმეების და დაზარალებულების დაკითხვის გარეშე, ასევე ჩემი შუამდგომლობების დაყენების გარეშე. მოსამართლემ განაცხადა, რომ ის გაეცნო მათ ჩვენებებს, რომელიც 2017 წელს მისცეს პროკურატურას და რომლებიც ერთ ხმაშია დაწერილი და მზადაა დაასრულოს განხილვა მათი მოსმენის გარეშე.
მეგობრებო, გთხოვთ გაავრცელოთ იქნებ ვინმე გამოჩნდეს, ვინც უზრუნველჰყოფს ჩემთვის ადვოკატს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის. მე წავალ ციხეში, მაგრამ ამას ჩემი მშობლები ვეღარ გადაიტანენ და კითხვა- რისთვის? ადგილობრივების უფლებების დაცვისთვის!
გთხოვთ, გააზიაროთ - წერს აქტივისტი. 

თამარის წინააღმდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმს სამი სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პროკურატურა თამარ მეარაყიშვილს „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებას, ყალბი დოკუმენტის გამოყენებას და პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამებას ედავება. მას აკრძალული აქვს ახალგორიდან გადაადგილება. 

თამარ მეარაყიშვილისთვის ადვოკატის დასაქირავებლად უკვე დაიწყეს თანხის მოგროვება. აქტივისტი ირაკლი კუპრაძე ანგარიშის ნომრებს აქვეყნებს.

თიბისი ბანკი - GE43TB7119445061100056

საქართველოს ბანკი - GE20BG0000000100936031

მიმღები: ირაკლი კუპრაძე. დანიშნულებაში მიუთითეთ - ,,თამარასთვის