ვინ არის ქართველი მომღერალი, რომელიც ბრიტანული „ნიჭიერის“ ქასთინგში მონაწილეობს

14:58 09-16-2019
1954

2015 წლის უკრაინული „იქს-ფაქტორის“ ქართველი მონაწილე თათია კობალაძე დიდი ბრიტანეთის „ნიჭიერის“ (Britain's Got Talent) სატელევიზიო ქასთინგის ეტაპზე მოხვდა. 

26 წლის თათია კობალაძე ჰყვება, რომ ბრიტანულ კონკურსზე ანკეტის შევსება გასულ წელს დააგვიანა, ხოლო წელს თავიდან გააგზავნა და მას დადებითი პასუხი მოუვიდა. 

ანკეტის შევსების დროს მან 5 ვიდეო გააგზავნა, სადაც ის მღერის. თათია პირველი ქართველი მომღერალია, რომელიც დიდი ბრიტანეთის „ნიჭიერის“ სატელევიზიო ქასთინგის ეტაპზე გადავიდა. 

ის ამჟამად რესტორანში მღერის და 2020 წლის თებერვალში კონკურსზე გამგზავრებას აპირებს.