რუსთავში სკოლებთან ზებრა გადასასვლელების წინ მოსწავლეების სკულპტურები დაიდგა

23:17 09-15-2019
126

პროექტის მიზანია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება, რომ ქვეითებმა ისარგებლონ ზებრა - გადასასვლელით, ხოლო მძღოლებმა-გზა დაუთმონ ქვეითებს.

ინიციატივა „რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელს გიორგი გოროზიას ეკუთვნის.

„მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება ძალიან მნიშვნელოანია, განსაკუთრებით სკოლებთან, სადაც ძირითადად გადაადგილდებიან მოსწავლეები. ერთ-ერთ ევროპულ ქალაქში ჩემი ყურადღება მიიქცია მოსწავლის იმიტაციამ, რომელიც განთავსებულია სკოლასთან არსებულ გადასასვლელზე და მძღოლისთვის ერთგვარი მანიშნებელია, რომ გზა დაუთმონ ქვეითებს. საქართველოში დაბრუნებისთანავე, ევროპული პროექტი ჩვენს ქალაქში განვახორციელე - განაცხადა გიორგი გოროზიამ.

ქანდაკებები „რუსთავსერვის ცენტრის დიზაინერმა თემურ ტაილურაშვილმა შექმნა, რომელიც სკულპტურებზე 3 თვის განმავლობაში მუშაობდა.

პროექტის განხორციელება „რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელმა ახალი სასწავლო წლის დაწყებას დაამთხვია. 

წყარო: ინფორუსთავი