ზუგდიდში აქცია სლოგანით „სირცხვილია, ერთად ერთის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს

20:12 09-14-2019
37

ზუგდიდის მერიის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტები აქციას სლოგანით - „სირცხვილია, ერთად ერთის წინააღმდეგ“ მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი კიდევ ერთხელ შეუერთდებიან თბილისში ანტისაოკუპაციო მოძრაობის პროტესტს და მათ მხარდაჭერას უცხადებენ.

აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ოფისის წევრები და მხარდამჭერები. აქციაზე ასევე იმყოფება ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია.