ჩერჩილის ყოფილი რეზიდენციიდან ოქროს უნიტაზი მოიპარეს

17:54 09-14-2019
529

18-კარატიანი ოქროს უნიტაზი ოქსფორდშირში, უინსტონ ჩერჩილის საოჯახო რეზიდენციიდან მოიპარეს.

პოლიციის ცნობით, რეზიდენცია უცნობმა პირებმა დაახლოებით დილის 5 საათზე გაქურდეს. 

უნიტაზი იტალიელი მხატვრის მაურიციო კატელანის გამოფენაზე აჩვენეს, რომელიც ჩერჩილის ყოფილ რეზიდენციაში გაიხსნა. მაყურებლებს საშუალება ჰქონდათ უნიტაზი გამოეყენებინათ. საინტერესოა, რომ ექსპონატს მხატვარმა „ამერიკა“ დაარქვა.