უკრაინის პრემიერ-მინისტრი ბალტიისა და შავი ზღვების დაკავშირების ინიციატივით გამოვიდა

17:09 09-14-2019
25

უკრაინის პრემიერმინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა განაცხადა, რომ საჭიროა ბალტიის და შავი ზღვის დაკავშირების გზებზე მუშაობა. ამის შესახებ მან კიევში „იალტის ევროპული სტრატეგიის“ ყოველწლიურ ფორუმზე ილაპარაკა. 

მისი თქმით, ეს პროექტი ახლანდელი უკრაინული მთავრობის გეგმებში შედის, სხვა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ გეგმებთან ერთად. ორი ზღვის დაკავშირებას, მან „აბსოლუტურად რეალური“ უწოდა. 

„არსებობს 40 საზღვაო გზის ვერსია, რომელზეც უნდა ვესაუბროთ პოლონეთს და ბელარუს. იმისათვის, რომ მოლაპარაკება შედგეს, უნდა დავამყაროთ კონსტრუქციული ურთიერთობა და ჩვენ ეს უკვე დაწყებული გვაქვს“, - აღნიშნა გონჩარუკმა.