თბილისში შუა ხნის ქალმა სადაზღვევოსგან ფულის მიღების მიზნით მანქანა მეგობრის ავტოფარეხში გადამალა

14:12 09-14-2019
6814

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა - ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქნეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში, მიმდინარე წლის 12 სექტემბერს, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან მოპარული იყო Mitsubishi Pajero- ს ფირმის ავტომობილი. სამართალდამცველები ოპერატიულად გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

გამოძიების მსვლელობისას, დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფ.ს.-მ სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მისი კუთვნილი ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა, ხოლო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოპარეს. ავტომობილის გადამალვის ფაქტს, ავტოფარეხის მეპატრონე, ფ.ს.-ს მეგობარი ა.ა.-ც ადასტურებს. ავტომობილის ქურდობაზე გაკეთებული შეტყობინების შემდეგ ფ.ს.-მ საქართველოს საზღვარი მალევე დატოვა - წერია შსს-ს განცახდებაში.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ეჭვმიტანილი შუა ხნის ქალია და მან ქვეყანა ისე დატოვა, სადაზღვევოდან თანხის მიღება ვერ მოასწრო.