ვისოცკი თბილისში 1966 წლის ივნისში კინაღამ დაიხრჩო - რას იხსენებს მუსიკოსის მეუღლე

12:52 09-14-2019
363

რუსი მუსიკოსისა და მსახიობის, ვლადიმირ ვისოცკის მეორე მეუღლე, ლუდმილა აბრამოვა თავის წიგნში „ფაქტები მისი ბიოგრაფიიდან“ იხსენებს:
„ფილმ „ტაგანკის“ მთავარ რეჟისორს, იური ლუბიმოვს თბილისში მეგობრები ჰყავდა. ერთხელ ის და თეატრის რამდენიმე მსახიობი მათ აგარაკზე ესტუმრნენ. მათ შორის იყვნენ ვისოცკი და მისი ბავშობის მეგობარი გიორგი ეპიფანცევი.

მტკვრის ნაპირას ნამდვილი ქართული ნადიმი გაიმართა, რომელიც ვისოცკის ნაკლებად აინტერესებდა – იმ პერიოდში სპირტიან სასმელებს არ სვამდა. როდესაც მაგიდასთან ჯდომითა და მოქეიფეთა ყურებით დაიღალა, მდინარისკენ გაეშურა და მტკვარში შესცურა. მტკვარი ძალიან სწრაფი მდინარეა, წყალი კი ყინულივით ცივი. ვისოცკიმ, რომელიც კარგი მოცურავე იყო, საკუთარი ძალები ვერ გათვალა და ფეხებში კრუნჩხვები დაეწყო. ეპიფანცევს გულმა ცუდი უგრძნო და წყალში გადახტა. ის სწორედ იმ მომენტში დაეწია ვისოცკის, როდესაც მას საბოლოოდ გამოელია ძალები და მეგობრის ნაპირზე გამოყვანა შეძლო“.

ეს ისტორია იმ სტატიაშია აღწერილი, რომლითაც ერთ-ერთი რუსული ვებგვერდი რუს მკითხველს საქართველოს დედაქალაქის შესახებ უყვება. სტატიაში თბილისის შესახებ საინტერესო ფაქტებია მოყვანილი.

წყარო: ფორტუნა