ტრამპი - ეკონომიური ნათურების გამო, კანი ფოტოებსა და ვიდეოებზე ნარინჯისფერი მაქვს

09:41 09-14-2019
81

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ეკონომიური ნათურების გამო, რომელსაც ყველგან იყენებენ, კანი ფოტოებსა და ვიდეოებზე ნარინჯისფერი აქვს.

მისივე თქმით, ახალი ნათურების ფონზე, ის ცუდად გამოიყურება.

„ნათურები, რომლებსაც ყველგან ვიყენებთ, არ მომწონს. მათ შუქზე მე ყოველთვის ნარინჯისფერი კანი მაქვს“, - იხუმრა ტრამპმა ბალტიმორში რესპუბლიკური პარტიის წევრებთან შეხვედრისას.