29 სექტემბერს ფეხბურთში „მამების თასი“ გაიმართება

18:34 09-13-2019
39

29 სექტემბერს UNFPA Georgia-ს, Georgian Football Federation-ის FC Locomotive Tbilisi-ის და კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ორგანიზებით, საფეხბურთო ტურნირი „მამების თასი“ მესამედ ჩატარდება, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც მითითებულ ბმულზე უნდა დარეგისტრირდეთ.

წესები მარტივია: თითოეულ გუნდში უნდა იყოს 8-12 წლის მინიმუმ ოთხი და მაქსიმუმ ექვსი მონაწილე: ორი გოგო და ორი ბიჭი (შესაძლებელია გუნდს ორი დამატებითი მოთამაშე ჰყავდეს რეზერვში), ხოლო გუნდის მწვრთნელი აუცილებლად ერთ-ერთის მამა უნდა იყოს.

ტურნირის ყველა მონაწილეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან გადაეცემა მაისურები და 12 ოქტომბერს გასამართი უეფას EURO 2020-ის საკვალიფიკაციო მატჩზე საქართველო-ირლანდია დასასწრები ბილეთები.

ტურნირის ჩემპიონს გადაეცამა სპეციალური თასი და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გუნდის წევრები საქართველო-ირლანდიის თამაშზე ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად შეძლებენ მატჩის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მიღებას. საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივისგან კი მათ შეეძლებათ ერთი წლის განმავლობაში უფასოდ ივარჯიშონ აკადემიაში.

ჩემპიონატი დავით პეტრიაშვილის არენაზე ჩატარდება და 12:00 საათზე დაიწყება.

აღნიშნული ღონისძიება ტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობისთვის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

ჩემპიონატში მონაწილეობა უფასოა.