შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ იოსებ ჭელიძე დაინიშნა

17:22 09-13-2019
394

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ იოსებ ჭელიძე დაინიშნა.

2015 წლიდან ჭელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. მანამდე იკავებდა შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ამავე უწყების სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის პირადი დაცვის სპეციალური სამმართველოს უფროსის თანამდებობებს.

2005-2015 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე, 1995-2005 წლებში კი საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურში.

შინაგან საქმეთა მინისტრს ამ დროისთვის ხუთი მოადგილე ჰყავს – კახაბერ საბანაძე, ნინო ჯავახაძე, ლევან კაკავა, ვლადიმერ ბორცვაძე და იოსებ ჭელიძე.

ამასთან, შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა უკვე დატოვა ნათია მეზვრიშვილმა და მუშაობას მთავრობის ადმინისტრაციაში გააგრძელებს.