როდის გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი

08:32 09-13-2019
806

საქართველოში 13 სექტემბრიდან გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +25, +30, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში 13-15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.