რაულ ხაჯიმბამ საარჩევნო უბანზე ხმა მისცა

10:53 08-25-2019
27

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მოქმედმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხმა სოხუმში მე-14 საჯარო სკოლაში განთავსებულ მე- 2 საარჩევნო უბანზე, დილის 9 საათზე მისცა.

„ჩვენ გვინდა განვითარება და სასიხარულოა, რომ ამ ეტაპამდე მივედით ღირსეულად. ეჭვიც არ მეპარება,რომ მოსახლეობა აირჩევს მშვიდობიან და მშვიდ მომავალს,- აღნიშნა მან.

საარჩევნო უბნები ადვილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 8 საათზე დაიხურება.

ავტორი: თეა შონია