ამაზონის ტყის ხანძარზე ყალბი ფოტოები ვრცელდება

14:22 08-23-2019
1134

სოციალური ქსელები ამაზონის ტყის შესახებ ინფორმირებულობას ზრდის, თუმცა ინფორმაციის მატებასთან ერთად არსებობს ყალბი ინფორმაციის გავრცელების საშიშროებაც. 

ალბათ შეგხვდებოდათ ტყის ხანძრის ფოტოები, რომლებსაც სოცქსელში მეგობრები ერთმანეთს ამ კვირის განმავლობაში უზიარებენ. სინამდვილეში, ზოგი ფოტო ძველი ხანძრისაა, ზოგი მოგონილია, ზოგი კი საერთოდ სხვა ქვეყანაში მოხდა. 

ხანძრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფოტო, რომელიც მსახიობებმა ლეონარდო დიკაპრიომ და ჯეიდენ სმითმა გააზიარეს მართლაც ამაზონის ტყეს აჩვენებს, თუმცა 20 წლის წინანდელს. 

გასართობმა გვერდებმა როგორიცაა 9gag და UNILAD გააზიარეს თავიანთ გვერდებზე ფოტოები, რომელიც არ ასახავს ნამდვილ ხანძარს, რომელიც ახლა ხდება ამაზონში. 

ფონდმა Rainforest Trust-მაც, რომელიც ტყის გადასარჩენად შემოწირულობას აგროვებს, 2018 წელს მომხდარი ხანძრის ფოტო გააზიარა. 

მსახიობმა დევიდ ლიკაუკომ 4 ფოტო გააზიარა, ამათგან 2 საერთოდ არ არის ამაზონის ტყე, ზედა ფოტო შვედეთში მომხდარი 2018 წლის ხანძარია, ხოლო ქვემოთ 2000 წელს მომხდარი ხანძარი მონტანაში. 

ყველაზე სულისშემძვრელი ფოტო, რომელსაც ხშირად აზიარებენ, ეს ცხოველებია, რომლებიც ცდილობენ რომ ხანძარს გაექცნენ. ფოტო, რომელზეც მაიმუნი დასტირის თავის ნაშიერს, ამაზონში არ არის გადაღებული. ის ინდოეთში 2016 წელს გადაიღეს, ხოლო დამწვარი კურდღლის ფოტო 2018 წელს კალიფორნიის ხანძრის.