ძალიან გთხოვთ, მიაწვდინეთ მსოფლიოს ხმა - გუგუტიანთკარის მცხოვრების ემოციური მიმართვა

15:45 08-16-2019
744

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები ქალბატონის ემოციური მიმართვა... ქალი, რომელმაც რუსებმა ტყვედ აიყვანეს და სასტიკად აწამეს, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას ითხოვს.  

„მინდა რომ ყველანი დადგეთ ერთად. ვუშველოთ საქართველოს. არ დავკარგოთ საქართველო. ჩვენ მომავალს ისტორია შევუნახოთ საქართველოსი. მე არ გეხვეწებით არაფერს, მარტო ერთად დგომით... მიაწვდინეთ მსოფლიოს ხმა ჩვენ რა სატანჯველში ვართ.

მე ტყვედ ვიყავი აყვანილი. რუსული ჩექმა მომხვდა, საშინლად მაწამეს, მაგრამ სოფელი არ დამიტოვებია. ამ ხნის ქალი ვარ, ახლაც არ დავტოვებ, მაგრამ შვილებს და შვილიშვილებს, დევნილებს რა ვუთხრათ. ძალიან გთხოვთ, მიაწვდინეთ მსოფლიოს ხმა“, - ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას ქალბატონი, რომლის საცხოვრებელ სახლთან ახლოს რუსი ოკუპანტები ბორდერიზაციის პროცესს განაგრძობენ.