„მე ძალიან მიჭირს ვინმესთვის ფულის თხოვნა“ - რისთვის სჭირდება დათო ევგენიძეს ფული?

16:13 08-13-2019
4

მუსიკოსი და პოეტი დათო ევგენიძე „პრაიმტაიმთან“ თავისი ბალეტის - „ალექსანდრე მაკედონელის“ ისტორიას იხსენებს. ბალეტზე დიდი ხანია მუშაობდა. „მაკედონელი“ პეტერბურგის ოპერისა და ბალეტის თეატრში უნდა დადგმულიყო, თუმცა 8 აგვისტოს ომის შემდეგ იქ აღარ დაიდგა.

 “ქორეოგრაფი ბალეტის დადგმას ვილნიუსის ოპერისა და ბალეტის თეატრში მთავაზობს. როგორც კი იქ დაიდგმება, ეს ბალეტი იმ თეატრის საკუთრება გახდება. მე კიდევ მინდა, რომ ეს ბალეტი საქართველოს საკუთრება იყოს, აქ დაიდგას და გასტროლებზე საქართველოს სახელით გავიდეს. იქნებ მოვახერხო და „ალექსანდრე მაკედონელი“ აქ დაიდგას.“ 

- ეს რაზეა დამოკიდებული?

- რა თქმა უნდა, ფინანსებზე. 

- თეატრს შესთავაზეთ?

- მე ძალიან მიჭირს ვინმესთვის ფულის თხოვნა. რაც არ შემიძლია - არ შემიძლია. ახლა ხომ დაწერთ და წაიკითხავენ.

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე