კიწმარიშვილმა მითხრა 2003 წელს, ფული უყვარს მაგ კაცს და დაღუპავსო - ვალერი ხაბურძანია

10:48 08-12-2019
89

ვალერი ხაბურძანია სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიასა და რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით, პოსტს აქვეყნებს და ეროსი კიწმარიშვილთან 2003 წლის დიალოგს იხსენებს. 

„ეროსი კიწმარიშვილმა მითხრა 2003 წელს ერთ კაცზე მაგას ფული უყვარს ძალიან და ის დაღუპავსო, ფული და კარგი ცხოვრება ვის არ უყვარს და თავისთავზე მივანიშნე და მეც მეთქი დავამატე ბალანსისთვის და არაო მითხრა მაგას ძალიან, ძალიან უყვარსო, ჰო და ადეიშვილთან ინტერვიუში წამოცდა ნიკა გვარამიას, არ ნანობ უფულოდ (ისე დაუმშვენდა ცხვირი ორივეს) რომ დარჩიო და ეს ისე უთხრა, თვითონ აშკარად გამოსწორებული ჰქონდა ეს "ნაკლი" . ...და ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ... ნიკა გვარამიას ძალიან, ძალიან და ძალიან უყვარს ფული. ხო ის კაცი ვისზეც ეროსი მეუბნებოდა დაჭერილია“, - წერს ხაბურძანია.