„ვთანამშრომლობ ზაზა ოქუაშვილთან“ - გვარამია ახალ ტელევიზიაზე

23:36 08-01-2019
170

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებული ტელევიზია შესაძლოა ტელეკომპანია „იბერიის“ ბაზაზე შეიქმნას, თავად გვარამია ნაწილობრივ ადასტურებს.

„ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ვთანამშრომლობ ზაზა ოქუაშვილთან. ყველაფერი კარგად არის და ივანიშვილის გულის გასახეთქად, გვყავს ბევრი ინვესტორი“, - განაცხადა გვარამიამ.