კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებელი ციხეს 20 აგვისტოს დატოვებს - მისი აზერბაიჯანში ექსტრადირება იგეგმება

12:55 08-01-2019
6

კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებელი ფარმან ჯეირანლი, რომელიც სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით პატიმრობაშია, სასჯელაღსრულების დაწესებულებას 20 აგვისტოს დატოვებს. ​ამის შესახებ ადვოკატებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ჯეირანლი დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, იგეგმება მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია. ადვოკატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვან ეს ფაქტი.

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, აზერბაიჯანულ მხარეს პოლიტიკური მოტივები ამოძრავებს, ხოლო საქართველოს ხელისუფლების ინტერესია, „ხელში ჩაიგდოს“ ფარმან ჯეირანლის ქონება.

„ეს კაცი არის პროფესორი, ექიმი, რომელმაც უზარმაზარი საავადმყოფო ააშენა. ის ფიქრობს რომ ამ საქმეში დაემთხვა აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლების ინტერესები, აზერბაიჯანს პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს, საქართველოს ხელისუფლებას კი სურდა მისი ქონების საავადმყოფოს ხელში ჩაგდება.

20 აგვისტოს მან უნდა დატოვოს საპატიმრო, თუმცა მას ახვედრებენ აზერბაიჯანული მხარის ბრალდებას. აზერბაიჯანში გაცემული გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ოპერაციის ჩატარების გამო ედავებიან. მას როგორ უნდა გაეგო აზერბაიჯანში დოკუმენტი გააყალბეს თუ არა. აზერბაიჯანული მხარე მიიჩნევს, რომ ოპოზციის დამფინანსებელია ჯეირანლი და ამის გამო მას დევნის და ითხოვს ექსტრადიციას.

ასევე დაემთხვა ისიც რომ დღესაა ჩანიშნული უზენაეს სასამართლოში პროცესი ზეპირი მოსმენის გარეშე. სამი მოსამართლე გადაწყვეტს ძალაში დატოვონ გულგრილობის ბრალი, საერთოდ გაამართლებენ ბრალდებულს თუ თაღლითობის ბრალს დააბრუნებენ“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.