ტელეკომპანია Дождь-ში პოლიცია შევიდა - ნახეთ პირდაპირი ეთერი

18:07 07-27-2019
537

მოსკოვში, ტელეკომანია Дождь-ის ოფისში პოლიცია შევიდა.

პოლიცია და პროკურატურის წარმომადგენლები «Навальный LIVE» - სტუდიაში შევიდნენ და პირდაპირი ეთერის შეჩერებას ითხოვდნენ.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ისინი პირდაპირი ტრანსლაციის შეჩერებას არ აპირებენ.

„ეს არის მოვლენა, რომელიც ხდება ჩვენს თვალწინ, ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი ძალა ხალხის გადასარჩენად არის ღიაობა და საჯაროობა. მთავრობას კი ღიაობის ეშინია და არღვევს ჩვენს უფლებებს“ - ნათქვამია ტელევიზიის განცხადებაში. 

ამ წუთებში მოსკოვში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსეთის ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ოპოზიცია მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე არ დაუშვეს. ამ დროისთვის უკვე 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.