ტრამპმა მაკრონს სულელი უწოდა და ფრანგულ ღვინოზე გადასახადების დაწესებით დაემუქრა

00:39 07-27-2019
1101

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ქმედებას სულელური უწოდა და ფრანგულ ღვინოზე გადასახადების დაწესებაზე მიანიშნა.

მაკრონის მიმართ კრიტიკა ტრამპმა Twitter-ზე დაპოსტა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ პარიზი ტრანსნაციონალურ კომპანიებზე, როგორიც არის მაგალითად Google, აპირებს გადასახადების დაწესებას. 

„მაკრონის სულელურ ქმედებაზე ჩვენ მალე პასუხს გავცემთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამერიკული ღვინო ჯობია ფრანგულს“,  - დაწერა ტრამპმა.

საფრანგეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ფირმები ცოტას იხდიან ან საერთოდ არ იხდიან კორპორატიულ გადასახადებს იმ ქვეყნებში, რომელშიც არ ბაზირებენ. 

ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გადასახადი უსამართლოდ უმიზნებს ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებს.