ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

pensia

1710406857

პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე, 150 000-მდე პირს საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება

„ლიბერთი“ ბანკი საპენსიო სესხებზე პროცენტის კლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით.„ლიბერთი“ აცხადებს, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით. კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.ამ ცვლილების შედეგად 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს.დეტალები და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ https://bit.ly/3TAQ4Pt„ლიბერთი“ აგრძელებს უფროსი ასაკის ადამიანებზე ზრუნვას და მათთვის გაუმჯობესებული მომსახურების შეთავაზებას, რასაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ასრულებს ლიბერთის გუნდის თითოეული წევრი.„ლიბერთის“ მიზანია ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად. ბოლო წლებში მიღებული ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება მომხმარებელთა საჭიროებებზეა ორიენტირებული, რაც მომავალშიც გაგრძელდება და ბანკის მხრიდან არაერთი სასარგებლო სიახლე დაანონსდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ლოცვა

საზოგადოება 1714856845

ეს ლოცვა აღდგომის ღამეს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

აღდგომის ღამეს, სანთელი დაანთეთ და ეს ლოცვა წარმოთქვით:„ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კუალად გიხაროდენ. ძეჲ შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ. განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდებაჲ უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა”„ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“.

მელანო ფუტკარაძე

საზოგადოება 1714855034

„ვეკითხებოდი, დედიკო, მაჩვენე, ჭრილობა როგორ გაქვს -მეთქი...“ - ბათუმში, აღდგომას მომხდარი სასწაული

რამდენიმე წლის წინათ, ბათუმში გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ამბავმა სრულიად საქართველო შეძრა. გოგონას გარდაცვალებიდან მეორმოცე დღე აღდგომას დაემთხვა. იმ ღამით, გამთენიისას, სასწაული მოხდა, რის შესახებაც მელანოს დედა ნარგიზა ქათამაძემ თავად მოჰყვა:„ყოველდღე 50-მდე ადამიანი მოდის, ხედავენ ამ სასწაულს და გაოგნებულები არიან. ყოველ ღამით მესიზმრება ჩემი შვილი. მელანო არ იყო მონათლული, ქორწილის შემდეგ აპირებდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ დამძიმდა, რეანიმაციაში მოვნათლეთ... აღდგომას მისი გარდაცვალებიდან ორმოცი დღე შესრულდა და აღდგომის ღამეს სიზმარი ვნახე. ძალიან ცხადი სიზმარი იყო. გადმოვიდა ფანჯრიდან და თავის გარდერობში ტანსაცმელს ეძებდა. ძალიან უყვარდა ჩაცმა და ბევრი ტანსაცმელი ჰქონდა. ერთ-ერთი კაბა, რომელიც ცისფერ და თეთრ ფერებშია, გასულ წელს მეგობრის ქორწილისთვის შეიკერა.სიზმარში გადმოიღო ეს კაბა და წინ დამიდო. ვეკითხებოდი, დედიკო, მაჩვენე, ჭრილობა როგორ გაქვს-მეთქი. - არა, უნდა წავიდეო-მითხრა. -არ წახვიდე, მენატრები-მეთქი, ვუთხარი. - თუ გენატრები, მოდი ამ დილით ჩემთან სასაფლაოზე, ოღონდ სანამ მოხვალ ხმა არავის გასცე და მე იქ დაგხვდებიო.საერთოდ, რაც ჩემი შვილი გარდაიცვალა, ყოველდღე დავდივარ სასაფლაოზე, აქვეა ახლოს ჩვენთან. შუაღამეს რომ მომენატრებოდა და ვერ ვიძინებდი, გავიპარებოდი ხოლმე სასაფლაოზე და იქ ვტიროდი. ჩემს მეუღლეს, მაზლებსა და ძმისშვილებს ეშინოდათ, რამე არ მომსვლოდა ნერვიულობისგან და მარტო არ მიშვებდნენ, სულ უკან მომყვებოდნენ. ამ აღდგომის დილას მაზლებიც ჩვენს სახლში იყვნენ. ჯერ ბნელოდა, გამთენია იყო. ტაქსით წავედი, ტელეფონზე დავწერე რა ადგილას მივდიოდი და ფულიც მივაწოდე. ჩემს მეუღლეს დავუნახივარ და მეძახდა, მაგრამ უკან არ მომიხედავს. ჩემი ერთ-ერთი მაზლი სასაფლაოსთან ახლოს ცხოვრობს და მისთვის დაურეკავთ, ნარგიზა წამოვიდაო. მივედი და ისიც იქ დამხვდა, საუბარი დამიწყო - რატომ გამოიპარე ნარგიზი, ხომ იცი, რომ მარტო არ გიშვებთო. შიშიც არაფრის მქონდა. მეგონა, ალბათ, სასაფლაო დამხვდებოდა გათხრილი და ჩემს შვილს მკვდარს კიდევ ერთხელ დავინახავდი და მოვეფერებოდი...მაზლისთვის ხმა არ გამიცია, დავჯექი სასაფლაოზე მელანოს სურათთან და ვტიროდი. ამ დროს მოვიდა ჩემი ქმარი და ძმისშვილიც. საფლავის ქვის უკანა მხრიდან დაინახეს თუთიყუში, მელანოს კაბის ფერებში, ძმისშვილმა იყვირა: ნახე ბიძია, რა ლამაზი ჩიტიაო. ჩემმა მეუღლემ უპასუხა, ეს ჩიტი კი არა, მელანოს სულია მოსულიო. გამოფრინდა ეს ჩიტი, ჩემი მაზლის ხელებში ჩაფრინდა და ყვიროდა, ფართხალებდა. მერე მე მომცა მაზლმა, რომ ვტიროდი, მთელი სამი საათის განმავლობაში მეჯდა მხარზე და ცრემლებს მწმენდდა, რამდენი ცრემლიც ჩამომვარდებოდა იმდენს ყლაპავდა. ჭიკჭიკებდა და მივხვდი, რომ ეს ჩიტი ჩემი შვილისგან იყო გამოგზავნილი.ბექაც იქვე იყო, ჩემი შვილის საქმრო. მერე იმასთან მიფრინდა, კოცნა დაუწყო... ზუსტად იმ კაბის ფერებში იყო, რომელიც სიზმარში ჩემმა შვილმა გარდერობიდან გადმოიღო. ამ ჩიტის მოფრენით ისეთი შვება ვიგრძენი გულში, თითქოს ჩემი შვილი გაცოცხლდა."

ილია მეორე

საზოგადოება 1714854057

როგორ ეხმიანება ილია მეორე ეპისტოლეში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს

მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.პატრიარქი ყველას მოუწოდებს, "შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად" და "ერთად შევთხოვოთ მას კეთილდღეობა და მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის"."წინასააღდგომო მარხვას ეკლესია როგორც შემოქმედის, ასევე მოყვასის მიმართ სინანულისა და შენდობის მოწოდებით იმიტომ იწყებს, რომ ქრისტიანული ცხოვრება წესად გვექცეს, სულიერი წყლულები მოვიშუშოთ და ნაკლოვანებანი აღმოვფხვრათ, რათა ჩვენში და ჩვენს გარშემო არსებულ გარემოში მოხდეს საღვთო წიაღისკენ მიბრუნება, - ურთიერთსიყვარულში დაბრუნება. ბოლო პერიოდშიც და, სამწუხაროდ, წელსაც პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ, როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა. მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება. ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და საგალობლებით შევეგებოთ მაცხოვარს; გავერთიანდეთ ქრისტეში და ერთად შევთხოვოთ მას კეთილდღეობა და მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის. უფალი თავისკენ უხმობს მწუხარეთ, სიმართლის მწყურვალთ, მოწყალეთ, მშვიდობისმყოფელთ, გულით წმინდანთ და რწმენაში მტკიცეთ; მათ, რომელნიც არ ბრკოლდებიან ცილისწამებით, უსამართლო დევნითა და დამცირებით და სჯერათ, რომ, როგორც განვლო სინანულისა და მარხვის დღეებმა, ასე გაივლის წუთისოფლის განსაცდელებიც და სიმართლე აუცილებლად იზეიმებს, ვითარცა იზეიმა ქრისტეს აღდგომამ. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ მსოფლიო ცივილიზაცია თავის ჟამთა სვლას და მოვლენებს ორ ძირითად ნაწილად ყოფს, - ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ წელთაღრიცხვით, რადგან 2000 წლის მანძილზე სწორედ მას უკავშირდება უდიდესი სულიერ-კულტურული და საკაცობრიო ცვლილებები და ქრისტეს ეკლესიაც ხარობს წმინდა მამათა და დედათა და თავის სხვა ღირსეულ შვილთა სიმრავლით. დღეს ჩვენთან ერთად უფლის აღდგომას ზეიმობენ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები და წინაპრებიც, ჭეშმარიტი რწმენით აღსრულებულნი; დღეს ერთიანდება ცა და მიწა, დრო და მარადიულობა, რაც მთელი არსებით შეგვაგრძნობინებს, რომ ქრისტეა განმსაზღვრელი მთელი სამყაროს აწმყოსი, წარსულისა და მომავლისა; რომ იესოა სიცოცხლე და ერთადერთი წყარო სიცოცხლისა მათთვის, რომელნიც შეუდგებიან - განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა და ასაკისა. მაშ, ყველამ გულით აღმოვთქვათ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! აღდგომილმა მაცხოვარმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ! სიყვარულით მუდამ თქვენთვის მლოცველი", - ნათქვამია ეპისტოლეში.

levan gvinjilia

საზოგადოება 1714853922

„ქრისტე აღდგა“ თუ „ქრისტე აღსდგა“ – ლევან ღვინჯილიას ტრადიციული შეგონება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მორწმუნეები ერთმანეთს შემდეგი სიტყვებით ულოცავენ: „ქრისტე აღსდგა“, „ქრისტე აღდგა“.ამაზე საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, განხილვა, პოლემიკა, თუ რომელია სწორი ფორმა.„სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქმა ბრძანა – „ქრისტე აღდგაო“ (-ს-ს გარეშე!!!);იქნებ მისი მაინც ისმინოთ, ჩემი თუ არ გჯერათ??? …რადგან ქრისტე აღდგა! გიხაროდეთ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II“, – წერს ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია.

კახა კალაძე

საზოგადოება 1714853519

„ქრისტე აღდგა! ღმერთმა ინებოს საქართველოს გამთლიანება“ - კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოსახლწობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.„ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს - სიცოცხლის გამარჯვების, განახლების, სიხარულის და იმედის დღეს!ღმერთმა ინებოს საქართველოს გამთლიანება, მშვიდობა ქვეყანაში და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში!ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ!“ - წერს კახა კალაძე.