„ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ - შს მინისტრი უშვებს, რომ შეიძლება ციხეში მოხვდეს

22:19 07-11-2019

გადაცემაში „რეაქცია“, როდესაც იქ სტუმრად შს მინისტრი იმყოფებოდა, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ 26 მაისის მიტინგის დარბევა გაიხსენა, ის 20 ივნისის ღამის მოვლენებს შეადარა და რესპონდენტს ასეთი კითხვა დაუსვა: „ფიქრობთ, რომ ერთი დღე შეიძლება დადგეს და ამ მიტინგის დარბევის გამო, კაცი, რომელიც ამბობთ, რომ ბრძანება გაეცით, თქვენ პირადად, აღმოჩნდეთ მერაბიშვილის ადგილზე?“

„ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ... ჩემი შეფასებით, ის იყო სადამსჯელო ღონისძიება მშვიდობიანი აქციის მიმართ, როდესაც ევაკუაციის გზებიც კი გადაკეტილი იყო. არ გავაგრძელებ არალევანტურ შედარებას... აქ კი ჩვენ საქმე გვაქვს - პირდაპირ ეთერში, როდესაც ყველა მოქალაქე უყურებდა, როგორ ესხმოდნენ ჯგუფურად თავს, როგორ ართმევდნენ ფარებს, როგორ იტაცებდნენ მასაში პოლიციელებს და თქვენ ამაზე ტოლობის ნიშანს ატარებთ 26 მასითან“, - განმარტა გახარიამ.