ბათუმში, სადაც საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, აქტივისტებმა ანტისაოკუპაციო პლაკატები გამოფინეს

13:57 07-11-2019
33

ბათუმში, აქცია მოთხოვნით გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სწორედ იმ სასტუმროსთან იმართება, სადაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებს ამ ფორმით ცდილობენ, რომ სწორედ საერთაშორისო საზოგადოებას მიაწვდინონ მათი ხმა, მათი მოთხოვნა გიორგი გახარაიასთან გადადგომასთან დაკავშირებით, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. კონფერენცია აქციის პარალელურად მიმდინარეობს.

კონფერენციას ესწრება საერთაშორისო წარმომადგენლობა, მათ შორის: ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვები.

11-12 ივლისს საქართველოს მთავრობა ბათუმში უპრეცედენტოდ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.

 

ავტორი: თეონა აბესაძე