ფოთის „კოლხეთს“ ახალი დირექტორი ჰყავს

21:19 07-10-2019
36

ფოთის „კოლხეთის“ დირექტორად ზაზა ინაშვილი დაინიშნა.

ის უფლებამოსილების შესრულებას 10 ივლისიდან შეუდგა. მისი თქმით, გუნდს დიდი ვალი აქვს, რომელიც სასწრაფოდ არის დასაფარი.

„ფეხბურთელების დავალიანების გადაუხდელობის გამო, 15 ივლისს გუნდს 6 ქულის დაკლება ემუქრება. პირველ რიგში ვმუშაობ ამ საკითხის მოგვარებაზე. იმედს ვიტოვებ ის ბიჭები მოლაპარაკებაზე წამოვლენ ისე , რომ არც თვითონ დაზარალდნენ და არც ჩვენ, უბრალოდ იმაში უნდა დაგვეხმარონ, რომ გადახდის ვადებმა გადაიწიოს.ახლა ვერანაირად ვერ ვასწრებთ .ამ გუნდში მხოლოდ პრობლემებია, პოზიტიური ის არის, რომ ბევრი ახალგაზრდა ფოთელი ფეხბურთელი თამაშობს აქ და მომავალი ფოთის „კოლხეთს“ აქვს. თუ ფინანსური პრობლემები მოგვარდა , რაშიც ყველა, მთელი ქალაქი უნდა ჩაერთოს, მაშინ შევინარჩუნებთ გუნდს და პერსპექტივაც ექნება. მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ის ძველი შეცდომები, რომლებიც დაშვებული იყო კლუბში , გამოვასწორო და რამდენად გამოვა, ვნახოთ,“- განაცხადა ზაზა ინაშვილმა.

მანამდე ფოთის „კოლხეთის დირექტორის პოსტს ნიკო ჯაში იკავებდა. მან თანამდებობა ივნისის თვეში დატოვა.

 

ავტორი: თეა შონია