რუსული დროშა უნდა ფრიალებდეს თბილისის თავზეც და კიევშიც, სხვა შემთხვევაში პროფაშისტური რეჟიმები იბატონებენ - ჟირინოვსკის მუქარა

15:54 07-09-2019
1129

რუსული დროშა უნდა ფრიალებდეს თბილისის თავზეც და კიევშიც, სხვა შემთხვევაში პროფაშისტური რეჟიმები იბატონებენ - აცხადებს ვლადიმერ ჟირინოვსკი და პუტინს საქართველოს სამაგალითოდ დასჯას სთხოვს. 

მისი თქმით, რუსეთი მხოლოდ ბორჯომით არ უნდა შემოიფარგლოს და უნდა დაწესდეს მკაცრი ეკონომიკური სანქციები. 

„მხოლოდ ბორჯომით არ უნდა შემოვიფარგლოთ, შევწყვიტოთ ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსთან. შევუწყვიტოთ ელექტროენერგიის მიწოდება შევაჩეროთ გზავნილები. აქ უამრავი არალეგალი ბიზნესმენია, რა ხალხებს შორის მეგობრობა მოგინდათ. ლამის დიპლომატები მოგვიკლეს. სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადამწყვეტი და ხისტი ზომები და წესრიგი დავამყაროთ მთელ სამხრეთ კავკასიაში - ასე მივაღწევთ გამარჯვებას. რუსული დროშა უნდა ფრიალებდეს თბილისის თავზეც და კიევშიც, სხვა შემთხვევაში პროფაშისტური რეჟიმები იბატონებენ“, - ამბობს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირინოვსკი. 

რუსეთის დუმაში საქართველოსთვის დამატებითი სანქციების შესახებ დღეს იმსჯელეს. დეპუტატები მთავრობას სთხოვენ განიხილოს, „საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების მიზანშეწონილობა“ და შემდეგ წინადადება ვლადიმერ პუტინს წარუდგინონ.