მიწისძვრა პირდაპირ ეთერში - ტელეწამყვანების რეაქცია დამანგრეველი ბიძგების დროს (ვიდეო)

12:52 07-09-2019

კალიფორნიაში 3 დღის წინ მომხდარი 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დამანგრეველი აღმოჩნდა. ძლიერი ბიძგები ადგილობრივი დროით, საღამოს ცხრის 20 წუთზე დაიწყო.

CBS ლოს-ანჯელესის არხის საინფორმაციო გამოშვება ამ დროს ეთერში იყო. ტელეწამყვანებმა მაქსიმალურად სცადეს პანიკისგან თავი შეეკავებინათ. ერთ-ერთმა წამყვანმა სარეკლამო ჭრა გამოაცხადა, მეორემ კი ურჩია, მაგიდის ქვეშ შეეფარებინათ თავი.

ლოს-ანჯელესის ტელეარხის წამყვანები მიწისძვრას უვნებლად გადაურჩნენ. 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა კალიფორნიაში ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები დაანგრია.

ავტორი: მარიამ გიგანი