ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

მოსწავლეები

მსოფლიო 1714153547

10 წამში იპოვეთ მოსწავლე, რომელიც ჩუმად იწერს - მხიარული თავსატეხი

თუ თქვენ წარმატებით ამოხსნით თავსატეხს, შეგიძლიათ იამაყოთ იმით, რომ გამოცანების ნამდვილი ოსტატი ხართ. 10 წამი გაქვთ იმისთვის, რომ ეშმაკი სკოლის მოსწავლე აღმოაჩინოთ, რომელიც ჩუმად იწერს პასუხებს.ერთი შეხედვით, კლასში მოსწავლეები სხედან და გამოცდას აბარებენ, მასწავლებელი კი იქვეა და თვალყურს ადევნებს მათ. თუმცა ერთი მოსწავლე ჩუმად იწერს პასუხებს. შეიძლება იფიქროთ, რომ ის გოგონა, რომელიც პირველ რიგში ზის და გვერდითა მერხზე მჯდომი კლასელის რვეულში იყურება-იწერს, მაგრამ ასე არ არის.სწორი პასუხი იხილეთ ცოტა ქვემოთ:

ქართული ოცნება

პოლიტიკა 1714152922

„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს - მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე

 „ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის მხარდასაჭერ პოსტებში 4700-დან 6400 დოლარამდე დახარჯა“.კომუნიკაციების სამსახური ადასტურებს, რომ მართლაც იხარჯება პარტიის ბიუჯეტიდან თანხები, მათ შორის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ოფიციალური გვერდის დაბუსტვაში, რათა საზოგადოებას მიეწოდოს სიმართლე, მათ შორის ის, რომ კანონპროექტის “რუსულობის” შესახებ აქამდე ერთმა ადამიანმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი არგუმენტი. შესაბამისად, ხსენებული თანხები იხარჯება საზოგადოების მეტი ინფორმირებისთვის რადიკალური ჯგუფების მიერ ნაწარმოები მდაბიო და ცრუ კამპანიების საწინააღმდეგოდ. “მეტას” კონტრაქტორი “ფაქტ ჩეკის” მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე“- ნათქვამია განცხადებაში.

სტეფანე

საზოგადოება 1714152367

„ფაქტობრივად, სიკვდილსაც ვყოფილვარ გადარჩენილი წარმოუდგენელი ზედოზირებებით“ – სტეფანე

 დათო გორგილაძის საავტორო გადაცემის, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ გასული ეპიზოდის სტუმარი მუსიკოსი და პროდიუსერი სტეფანე იყო. „90-იანების თაობა, ბევრი რამ რომ არ გვქონდა ცხოვრებაში ნანახი, აქტიურად ვიყავით ჩართულები „ქლაბინგში“ – ძალიან ხშირად დავდიოდი კლუბებში. ფაქტობრივად, სიკვდილსაც ვყოფილვარ გადარჩენილი თბილისშიც, ევროპაშიც, განსაკუთრებით ბერლინში, წარმოუდგენელი ზედოზირებებით, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.ალბათ, ყველაფერს თავისი პერიოდი აქვს, მე ვერავის ვერაფერს ვურჩევ.ვფიქრობ, ცხოვრებაში პრაქტიკა ძალიან ბევრს შვრება და შეიძლება როცა გამოცდილი არ ხარ, უამრავი სისულელე გააკეთო, მაგრამ შემხვედრია დაბადებიდან ჭკვიანი ადამიანები, რომლებსაც კისერი არ წაუტეხავთ და ნებისმიერ გამოწვევას გამკლლავებიან“, – აღნიშნა სტეფანემ.

ასტროლოგია

ჰოროსკოპი 1714152340

ერთი წინადადება, რომლის შეხსენება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ძალიან სჭირდება

ვერძი - ზოგიერთ ადამიანს არასოდეს მოეწონები და ეს ნორმალურია.კურო - შენი ძალა ყოველთვის უნდა გაითვალისწინო და არ გადაამეტო.ტყუპი - ყოველთვის გულწრფელად ვერ გაიღიმებ, ზოგჯერ სიყალბე აუცილებელია.კირჩხიბი - არსებობს ადამიანი, რომელიც ზუსტად ისეთს მიგიღებს და დაგაფასებს, როგორიც დღეს ხარ.ლომი - გამბედაობა ყოველთვის ყველაზე შორს წაგიყვანს.ქალწული - სიკეთეს არ აქვს უარყოფითი მხარეები, ამიტომ შეწყვიტე მათი ძიება.სასწორი - მნიშვნელოვანია ისწავლო, როგორ ამოიგდო გულიდან და გზა განაგრძო.მორიელი - გახსოვდეს, რომ ყველაზე ძლიერი ზოგჯერ ყველაზე დაუცველია.მშვილდოსანი - პოზიტიური დამოკიდებულება პოზიტიურ ენერგიებს მოიზიდავს, ამიტომ შეწყვიტე ნეგატივით ცხოვრება.თხის რქა - წარმატებას უამრავი განმარტება აქვს, არ არსებობს მისი უნივერსალური ვარიანტი.მერწყული- თუ დაგავიწყდა, გახსოვდეს, რომ შენ ნამდვილად შეგიძლია ხელახლა გამოიგონო.თევზები - როდესაც გულწრფელი ხარ, ამას სხვები აუცილებლად შეიგრძნობენ

ტატო გრიგალაშვილი

სპორტი 1714152095

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს იპონით სძლია და ევროპის პირველობა კარიერაში მესამედ მოიგო.ცოტა ხნით ადრე ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მოლდოველი ადილ ოსმანოვი დამატებით დროში დაამარცხა.დღეს კიდევ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იჭიდავა. გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე – 70 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აპრილს ოქროს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა.