აქციის ორგანიზატორებს არავინ კარნახობს პირობებს, არც მესამე პრეზიდენტი, არც სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტია - სერგი კაპანაძე

22:43 06-29-2019
44

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ის მოთხოვნა უნდა შენარჩუნდეს, რომელიც ახლა აქვთ აქციის მონაწილეებს და აქციის ორგანიზატორებს არავინ კარნახობს პირობებს.

„მგონია, რომ ეს მოთხოვნა უნდა შენარჩუნდეს, რომელიც ახლა გვაქვს და ამ აქციის ორგანიზატორებს არავინ კარნახობს პირობებს, არც მესამე პრეზიდენტი, არც სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტია. ეს არის მოთხოვნა, რომელიც აქვს გაბრაზებულ ხალხს და გაბრაზებულ ხალხს ახლა უნდა გახარიას გადადგომა. ჩვენ მივაღწიეთ უკვე პროპორციულ სისტემას, ეს ახლა უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი და მერე უკვე პროპორციული წესით უნდა მოხდეს არჩევნები. ეს არჩევნები ვადამდელი იქნება თუ თავის დროზე, ეს არის მეორეხარისხოვანი. მნიშვნელოვანია, რომ პროპორციულად ჩატარდეს, ოღონდ მანამდე ადამიანი რომელმაც თვალები დათხარა ხალხს, უნდა წავიდეს სახლში“, – განაცხადა სერგი კაპანაძ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას საზოგადოების ნაწილი უკვე 10 დღეა ითხოვს.