ნინო ქათამაძემ რუსეთში იმღერა (ვიდეო)

12:31 06-23-2019
2439

ნინო ქათამაძემ რუსეთში კონცერტი გამართა. ვიდეო ინსტაგრამზე ვრცელდება. ქართველმა მომღერალმა, რუსეთში გამართულ მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობა, გუშინ, მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისში ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა საქართველოს დედაქალაქში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, ვიზიტი გააპროტესტეს. 21 ივნისს კი ვლადიმერ პუტინმა საქართველოზე ეკონომიკური შეტევა დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა ნაციონალურ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა 8 ივლისიდან აუკრძალა.