ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ანაკლიის კონსორციუმისთვის პირობების შესაქმნელად - თამარ ჩუგოშვილი

13:54 06-12-2019
10

მაიკ პომპეოს განცხადება პარლამენტის ვიცე- სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა შეაფასა.

„საქართველოს შიდა საკითხებზე გაკეთებული აქცენტები ადასტურებს, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოს მისამართით მაღალი ინტერესია, რაც ძალიან კარგია. რაც მეტი ყურადღება იქნება საქართველოს შიდა პოლიტიკის მიმართ ეს დადებითად აისახება“,- ამბობს ჩუგოშვილი.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის მშენებლობას, ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, როგორც ეკონომიკური ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით, რასაც ხელისუფლება აცნობიერებს. 

„პორტის მიმართ ინტერესი არის ძალაში და რა თქმა უნდა დღის წესრიგში დარჩება აუცილებლად , რადგან ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია. რაც შეეხება გართულებებს კონსორციუმთან დაკავშირებით, მე ვიცი რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა კონსორციუმისთვის სასურველი პირობების შექმნას. რაც შეეხება თვითონ როგორ იზიდავენ ინვესტიციებს ეს უკვე უნდა კითხოთ იმ უწყებებს ვისაც ამის მონიტორინგი ეხება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.