რუსი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს

09:10 06-12-2019
100

რუსი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს. 

პოლიციელებს, რომლებმაც ჟურნალისტი დააკავეს, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდათ. საგამოძიებო კომისია მათი ქმედებების კანონიერებას შეისწავლის.

რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმირ გოლოვანოვი ასევე აპირებს, პრეზიდენტ პუტინს მოსკოვში ნარკოტიკების არალეგალური ბრუნვასთან ბრძოლის განყოფილების უფროსის იური დევიატკინის და მისი მოადგილის ანდრეი პუჩკოვის გადაყენების შესახებ მიმართოს. 

გამოცემა Меduza-ს კორესპონდენტს ივან გოლუნოვს ბრალი დიდი რაოდენობით ნარკოტიკების ფლობასა და გასაღების ფაქტზე წარუდგინეს. რაც 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

რუსი ჟურნალისტი, რომელიც მოსკოველი მაღალჩინოსნების კორუფციის საქმეს იძიებდა, პოლიციამ 6 ივნისს მოსკოვში დააკავა. 8 ივნისს მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

11 ივნისს კი, გოლუნოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც შეწყდა.