სავალუტო რეზერვების დაგროვება გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის სტაბილურობისთვის აუცილებელია - კობა გვენეტაძე

13:46 06-10-2019
19

კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების შესახებ ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს.

სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სავალუტო რეზერვების ზრდა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. შესაბამისად, ბანკი ამ მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად ყველაფერს აკეთებს.

კობა გვენეტაძის განცხადებით, სავალუტო რეზერვები ქვეყნის რისკ-პრემიუმის შემცირებაში უზარმაზარ როლს ასრულებს, რაც საქართველოს ეკონომიკის აგენტებს საერთაშორისო ბაზაზე ოპერირებას უადვილებს. 

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ძირითადი მიზანია კურსის სტაბილურობა გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა უნდა ნახოს ის ბალანსი, რის გამოც ლარი გრძელვადიან პერიოდში იყოს სტაბილური. ამისთვის საჭიროა სავალუტო რეზერვების არსებობა, რომელიც საჭირო ზღვარზე ჯერ კიდევ არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ სავალუტო რეზერვების ზედა მნიშვნელოვან როლს ქვეყნის რისკპრემიუმის შემცირებაში თამაშობს, შესაბამისად, აუცილებელია ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიშს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში უსმენენ.

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი