სკანდალური კადრები: ნეიმარს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

10:38 06-10-2019
776

ბრაზილიელი სუპერვარსკვლავ ნეიმარის და ტაჟილა ტრინდადეს საგას დასასრული არ უჩანს. 26 წლის მოდელი ფეხბურთელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

როგორც ტრინდადე ამბობს, ნეიმარმა 1 თვის წინ მასზე ძალა იხმარა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამის გამო, ნეიმარმა მოდელთან პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ სექსის სურვილი თავად ტაჟილა ტრინდადემ გამოთქვა და მას თამამი ფოტოებიც გაუგზავნა.

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ფარული ვიდეოჩანაწერიც გავრცელდა, რომელშიც ნეიმარი და მოდელი ფიგურირებენ. კადრებში ჩანს, რომ რაღაც ფაქტმა ტრინდადეს უკმაყოფილება გამოიწვია, ფეხბურთელი კი მის დამშვიდებას სცდილობდა.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე