Facebook-ი შეფერხებით მუშაობს

14:02 06-06-2019
108

ბოლო 1 საათის განმავლობაში Facebook შეფერხებით მუშაობს. პრობლემის შესახებ ინგლისური გამოცემა Coventry Telegraph წერს. ხარვეზი დაფიქსირებულია Downdetector-ზეც, სადაც სხვადასხვა მომსახურებების მუშაობის დონეს რეალურ დროში აკვირდებიან.

Downdetector-ზე განთავსებულ რუკაზე ნაჩვენებია, რომ Facebook ხარვეზით მუშაობს საქართველოში, კერძოდ თბილისსა და მის შემოგარენში, ასევე სომხეთში, ევროპის ქვეყნების დიდ ქალაქებსა და ამერიკის რამდენიმე შტატში.

სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ პრობლემა აქვთ Facebook-ზე ბმულის და პოსტების სწორად განთავსებისას და გაზიარებისას. მოხმარებელთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ Facebook-ზე არ ჩანს ფოტოები, კერძოდ პროფილის სურათები და სხვადასხვა გაზიარებული ბმულების გამოსახულებები.

თავად კომპანიას ამ ხარვეზზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

ავტორი: მარიამ გიგანი