ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

რომის პაპის დიზაინერი

ისტორიები 1714168570

ვინ არის კაცი, ვინც რომის პაპს აცმევს – ვატიკანის მოდის „რუხი კარდინალი“ ფილიპო სორჩინელი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა სულ უფრო რთულდება, ამიტომ როცა ინტერნეტში Balenciaga-ს თეთრ ქურთუკში გამოწყობილი რომის პაპის ფოტო გამოჩნდა, ბევრმა დაიჯერა, რომ ვატიკანის საჭეთმპყრობელი დემნა გვასალიას მოდის მიმდევარია. სინამდვილეში „ბალენსიაგას“ ქურთუკში გამოწყობილი პაპის ფოტო ყალბია. პაპის ჩაცმაზე მისი პირადი მკერავი და დიზაინერი ფილიპო სორჩინელი ზრუნავს. ვინ არის ფილიპო სორჩინელიმაღალი, წვერიანი მამაკაცი, უჩვეულო სვირინგებით და ძალიან ჭკვიანური მზერით დანახვისთანავე ნებისმიერი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს.ფილიპო სორჩინელი ცნობილი იტალიელი მხატვარი, დიზაინერი, მუსიკოსი, პარფიუმერი და რომის პაპის პირადი მკერავია.სორჩინელის Oversize-ის სტილის ტანსაცმელი და შიშველი ტორსით ფოტოების გადაღება მოსწონს და დიახ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი ადამიანი კათოლიკური ეკლესიის მეთაურს აცმევს.ინტერესი ეკლესიის მიმართფილიპო მონდოლფოში 1975 წელს დაიბადა. ბიჭუნას რელიგიის მიმართ ინტერესი ადრეულ ასაკში გაუჩნდა და ეს გასაკვირი არ არის, რადგან დედამისი ღრმად მორწმუნე კათოლიკეა. ქალი მონდოლფოს ერთ-ერთ უდიდეს ეკლესიაში დამლაგებლად მუშაობდა და შვილი ხშირად სამსახურში დაჰყავდა.სანამ დედა იატაკს წმენდდა, პატარა ფილიპო ტაძრის მშვენიერებით ტკბებოდა. თითოეულ ფრესკას და ხატს აკვირდებოდა და საკუთარ წარმოსახვაში მათ გაცოცხლებას ცდილობდა.სორჩინელი ამბობს, რომ სამი საათის განმავლობაში, რომელსაც დედა ტაძრის დალაგებას ანდომებდა, მის წინაშე ეკლესიური ხელოვნების მთელი მშვენება იშლებოდა. დიზაინერი იხსენებს, როგორ იპოვა ტაძრის ძველ კარადაში გასაღებების ასხმა, რომელიც ძველისძველი, მტვრიანი კარის გაღებაში დაეხმარა. კარის გაღების შემდეგ ბიჭუნა ხის კიბეზე ავიდა და დიდი ლითონის ურჩხული დაინახა, რომელიც კვარცხლბეკზე იდგა. ეს ორგანი იყო. ბიჭმა მასზე დაკვრა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. მოგვიანებით ინსტრუმენტი თავისით ჩართო და ამღერდა..პატარა ბავშვის ცნობისმოყვარეობა საბოლოოდ, ცოდნის მიღების დიდ სურვილში გადაიზარდა.ხელოვნების სკოლის შემდეგ ფილიპომ პესაროს კონსერვატორია დაამთავრა. შემდეგ კი რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკურ ინსტიტუტში ორღანის შესასწავლად გაემგზავრა.როგორ იქცა მუსიკოსი დიზაინერად?2021 წელს ფილიპომ კიდევ ერთი მიმართულებით დაიწყო განვითარება. მან კომპანია LAVS (Laboratorio Atelier Vesti Sacre) დააარსა, რაც ლათინურიდან ითარგმნება როგორც “ქება”.სორჩინელის ატელიემ კათოლიკურ წრეებში პოპულარობა სწრაფად მოიპოვა და ახლა ფილიპო უმაღლესი სასულიერო იერარქების სამოსს კერავს.

ასტროლოგია

ჰოროსკოპი 1714168494

„ლოთების რეიტინგში“ მეორე ადგილზეა - ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენლებს უყვართ ალკოჰოლი ყველაზე მეტად

სახუმარო ალკორეიტინგი საშუალებას მოგცემთ შეაფასოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ალკოჰოლი თქვენი ან თქვენი მეგობრების ცხოვრებაში ან, უბრალოდ, იცინოთ.ტყუპიმოდუნება ტყუპების საყვარელი საქმიანობაა. ამისათვის მათ საერთოდ არ სჭირდებათ კომპანია, რადგან საკუთარი თავის საუკეთესო მეგობრები არიან, თუმცა არც კარგ კომპანიონებთან ერთად დალევაზე ამბობენ უარს. ასე, რომ ტყუპები – პირველი ადგილი.ვერძიარაფერი ისე არ ახასიათებს ვერძს, როგორც ალკოჰოლის სიყვარული. გენეტიკურია ეს სიყვარული, თუ ჰოროსკოპი განაპირობებს, არავინ იცის, სამაგიეროდ, ყველამ იცის, რომ ვერძი ცხოვრების არცერთ მნიშვნელოვან მოვლენას ალკოჰოლის გარეშე არ აღნიშნავს. ვერძი „ლოთების რეიტინგში“ – მე-2 ადგილზეა.სასწორი„ლოთების რეიტინგში“ ბრინჯაოს მედალი უდავოდ სასწორს ეკუთვნის. სმა მისთვის არა მარტო მიზანი, არამედ საშუალებაცაა. ის ეხმარება უფრო კარგად დაემალოს ბოროტ და არასრულყოფილ სამყაროს, რომელიც სასწორის მყიფე ბუნებას აზიანებს. თუ ვინმეს შეუძლია წყალი ღვინოდ აქციოს, ეს, რა თქმა უნდა, სასწორია. დიახ, საპატიო მე-3 ადგილი.მშვილდოსანიის, რომ მშვილდოსანი სამეულში არ მოხვდა, შეიძლება შემთხვევითობას მივაწეროთ. მშვილდოსნისა და ალკოჰოლის სიყვარული ორმხრივი და ღრმაა. გართობა და მხიარულება ისაა, რაც მშვილდოსანს სიმთვრალის უფსკრულში იზიდავს, ამიტომ დალევის მიზეზი ხშირად მეორეხარისხოვანი და ზედმეტია. მშვილდოსანს ბუნებრივი მონაცემები საშუალებას არ აძლევს, რომ ალკოჰოლიზმში სრულად ჩაიძიროს, ამიტომ სასმლისთვის თავის დანებება ნებისმიერ ასაკში შეუძლიათ. „ლოთების რეიტინგში“ მშვილდოსანი მე-4 ადგილზეა.კუროკუროს და ალკოჰოლს შორის ურთიერთობის საოცარი სიმარტივეა. მათ ერთმანეთი ახალგაზრდობის პერიოდიდან, თითქმის ერთი ნახვით უყვარდებათ და ერთად არიან, სანამ სიკვდილი არ დააშორებთ. ერთადერთი, რაც ამ ორმხრივ სიყვარულს აფერმკრთალებს, დილის ნაბახუსევია. ამას ბევრი კურო ვერ უძლებს და სამუდამოდ ანებებს სმას თავს. კურო რეიტინგში მეხუთეა.ქალწულიმათ დალევა უყვართ, მაგრამ შესანიშნავად აკონტროლებენ საკუთარ თავს, ქცევას და მეტყველებას, ამიტომ ხშირად გარშემო მყოფთა გაოცებას იწვევენ. ქალწულისთვის ალკოჰოლი მცდელობაა, როგორმე გამოვიდეს იმ ჩარჩოებიდან, რომელშიც საკუთარი თავი მოაქცია. ნახეთ სრულად

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1714166824

5 ყველაზე თბილი და მზრუნველი ზოდიაქოს ნიშანი

1. თევზები - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები საოცრად მზრუნველები არიან. მათ შეუძლიათ თანაგრძნობის გამოჩენა, რთულ სიტუაციებში გვერდით დგომა, დახმარების გაწევა. თევზების გვერდით იგრძნობთ, რომ მარტო არ ხართ. ის დიდი იმედი და დასაყრდენია.2. კირჩხიბი - ის ყოველთვის ღელავს სხვა ადამიანებზე და სურს, რომ გარშემომყოფები ბედნიერები იყვნენ. ისინი საკუთარ თავზე მეტად სხვებზე ზრუნავენ, საკუთარ საჭიროებებს ივიწყებენ საყვარელი ადამიანების გამო.3. სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები მზად არიან ნებისმიერ დროს თქვენ გვერდით გაჩნდნენ თუ მისი დახმარება დაგჭირდათ. ის მზად არის დაგეხმაროთ ფინანსურად, მორალურად, თქვენ გვერდით იყოს რთულ მომენტში, გიბიძგოთ წარმატებისკენ. ქველმოქმედება სასწორების საყვარელი საქმიანობაა.4. მშვილდოსანი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები საოცრად ტკბილები და საყვარლები არიან. ისინი უბრალოდ პოზიტივს ასხივებენ და თქვენ გარშემო დადებით აურას ქმნიან. გიბიძგებენ წარმატებისკენ, გამხიარულებენ და ცხოვრებას უფრო ნათელ ფერებში გიჩვენებენ. მათ უყვართ მეგობრების კომპლიმენტებით განებივრება, თუმცა არასოდეს მოგატყუებენ. მათი ქათინაურები ყოველთვის გულწრფელია.5. თხის რქა - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანი თუ გყავთ გვერდით, გილოცავთ, თქვენ ნამდვილად გაგიმართლათ. თხის რქა არის პირველი ვინც თქვენ გვერდით გაჩნდება როცა დახმარება გჭირდებათ და არავითარ შემთხვევაში არ დაგტოვებთ პრობლემების წინაშე მარტოს. ის ძალიან კეთილი და მზრუნველია. მზად არის ყველა პრობლემა თქვენ ნაცვლად მოაგვაროს.

ბზობა

საზოგადოება 1714166723

როგორი ამინდი იქნება ბზობას, 28 აპრილს საქართველოში

როგორი ამინდი იქნება ბზობას, 28 აპრილს საქართველოში. ამინდის განახლებულ პროგნოზს, გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს: სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.28 აპრილს, სითბოს ფონზე ცოტა გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +32 გრადუსი იქნება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 28-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო: 28-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

დაშორება

ჰოროსკოპი 1714166321

ისინი ყველაფერს აზვიადებენ - 3 ყველაზე დრამატული ზოდიაქოს ნიშანი

ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომლებიც ყველაფერს აზვიადებენ და დრაქმატულად აღიქვამენ.1. კირჩხიბიკირჩხიბს არ ეშინია დაუკავშირდეს საკუთარ ემოციებს. თანაც, როგორიც არ უნდა იყოს ისინი. ის პიროვნულად მიზანდასახულია, რაც შესანიშნავია, მაგრამ ზოგჯერ, ეს დადებითი თვისება, შესაძლოა უმიზნო კონკურენტუნარიანობაში გადაიზარდოს.ყოველთვის, როდესაც მისი ხასიათი „დრამატულ“ განწყობაზე გადავა, ის უბრალოდ ისტერიკულ პრინცესად (დიახ, მაშინაც კი, თუ ის მამაკაცია!) გადაიქცევა. ამ დროს, არ აქვს მნიშვნელობა, მან უბრალოდ საწადელს ვერ მიაღწია, თუ მხოლოდ ემოციებითაა სავსე, კირჩხიბი უბრალოდ თავს კარგავს.ამ დროს, იდეალური გამოსავალი, მისი რეალობაში დაბრუნებაა. ხოლო თუ მოცემულ მომენტში შეუძლებელია, ჩვენი რჩევაა გაიქცეთ, თანაც, რაც შეიძლება შორს!2. ლომილომი არის საუკეთესო დრამის დედოფალი, ვინც კი ოდესმე დაბადებულა!მას უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ცხოვრებაში მაღალი სტანდარტები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იცის - ის უბრალოდ საუკეთესოს იმსახურებს. თუმცა, ის ფაქტი, რომ ვნებიანობასა და დრამატულობას შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება, ლომმა ამ დრომდე ვერ გაარკვია.მას შეუძლია გახდეს ამპარტავანი და ეგოისტური, თანაც იმ დონეზე, რომ სამყაროში მიმდინარე ყველა მოვლენა საკუთარ თავს დაუკავშიროს! მაგრამ თუ იმას მისცემ, რაც მას სურს, ის დამშვიდდება... საბოლოოდ.3. მორიელისიტყვა „ვნება“ მორიელისთვის არის შექმნილი. თუმცა ეს გრძნობა, შეიძლება მრავალი ფორმით გამოვლინდეს...ჩვეულებრივ, ის ყველაზე მეტად სექსით და ცხოვრებისეული საიდუმლოებებით არის გატაცებული, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეს ვნება, რაღაც უფრო მძიმე ფორმით ვლინდება. მისი ხასიათიდან გამომდინარე, ბევრს არ უკვირს, რომ ნერვიულობის დროს, მორიელი ცოტათი ემოციური და აგრესიული გახდება...დიახ, სწორედ მიხვდით - თუ ის გაბრაზებულია, ვინც მასთან ახლოსაა, უბრალოდ უნდა გარბოდეს. რადგან მისი ბრაზი გადაიქცევა რაღაც ზედმეტად დრამატულ და ძალადობრივ მოვლენად. მასთან მსჯელობას, ნამდვილად სჯობს უბრალოდ გაიქცეთ და გამოქვაბულში დაელოდოთ, თუ როდის გადაივლის ქარიშხალი.