ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

კარლ-ერივან ჰაუბი

მსოფლიო 1714296420

გერმანელი მილიარდერი, რომელიც 2018 წლიდან გარდაცვლილად ითვლებოდა, მოსკოვში საყვარელთან აღმოაჩინეს

ექვსი წლის განმავლობაში მამაკაცი გარდაცვლილად ითვლებოდა.Tengelmann ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ფლობს OBI სამშენებლო და საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიების საერთაშორისო საცალო ქსელს, კარლ-ერივან ჰაუბი, მოულოდნელად აღმოაჩინეს მოსკოვში თავის საყვარელთან ერთად.ეს ამბავი ტელეკომპანია RTL-ის გერმანელი ჟურნალისტების გამოძიების შედეგად გამოაშკარავდა.2018 წლის აპრილში ჰაუბი ალპებში თხილამურებით სასრიალოდ წავიდა. თუმცა საბოლოოდ მილიარდერი ტურიდან აღარ დაბრუნდა. ბიზნესმენის ძებნითი ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა.სამი წლის შემდეგ კიოლნის სასამართლომ ოფიციალურად გასცა გერმანელი მილიარდერის გარდაცვალების მოწმობა.თუმცა, ჟურნალისტების გამოძიების მტკიცებით, კარლ-ერივან ჰაუბი, რომელიც ახლა გარდაცვლილად ითვლება, მოსკოვში ცხოვრობს თავის საყვარელთან, ვინმე ვერონიკა ერმილოვასთან ერთად. როგორც გაირკვა, 2018 წელს, ბიზნესმენმა გაუჩინარებამდე სამი დღით ადრე 13-ჯერ დაურეკა ვერონიკა ერმილოვას, აქედან ერთი ზარის ხანგრძლივობა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.სხვა დეტალები ჯერჯერობით არ კონკრეტდება.კარლ-ერივან ჰაუბი 2000 წლიდან ხელმძღვანელობს Tengelmann ჯგუფს. ცნობილია, რომ მისი ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია გერმანიაში. Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება 4, 4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ფიქრია დარჩია

საზოგადოება 1714296086

სიდნეიში თავდასხმისას დაღუპულ ფიქრია დარჩიას საქართველოში 2 მაისს ჩამოასვენებენ

სიდნეიში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას დაღუპულ ქართველ მხატვარს, ფიქრია დარჩიას 2 მაისს საქართველოში ჩამოასვენებენ. ის ბოლო წლებში ავსტრალიაში ცხოვრობდა.ტრაგიკულ შემთხვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა. მათი ხსოვნისთვის, პატივის მისაგებად ბონდაი ბიჩში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, დაშვებული იყო სახელმწიფო დროშაც. ცერემონიაზე შეკრებილებს შორის იყო ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზეც.13 აპრილს სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, უცნობმა მამაკაცმა რამდენიმე პირს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. მოკლა 6 ექვსი ადამიანი, მათ შორის ხუთი ქალი და ერთი კაცი. 

ყავა

ქვიზი 1714295400

რა გჭირდებათ ცხოვრებაში - შედეგი 99%-იანი სიზუსტით

ადამიანები, რომლებმაც გაიარეს ეს დიაგნოსტიკა, ხშირად ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე ზუსტი ტესტი პიროვნების ტიპისთვის. მისი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ბევრი საინტერესო რამ თქვენს შესახებ.ფსიქოლოგიური ტესტი სურათების გამოყენებით - აირჩიეთ სასურველი ფინჯანიფინჯანი N1თუ თქვენ აირჩიეთ თქვენი პირველი ფინჯანი ცხელი კაკაო, თქვენ მამაცი ავანტიურისტი ხართ.  რუტინა არის სიტყვა, რომელიც თითქმის არ არის თქვენს ლექსიკონში. თქვენი სპონტანური ბუნება და ცვლილებების სიყვარული ცხოვრებას საინტერესო მოგზაურობად აქცევს. თქვენ არ გეშინიათ რისკების აღების, მაშინაც კი, თუ რისკები ყოველთვის არ ანაზღაურდება. თქვენ ხართ ისეთი ადამიანი, ვისაც უყვარს სპონტანური მოგზაურობები და ახლის ცდა.ფინჯანი N2თქვენ ხართ რუტინისა და თავგადასავლების შესანიშნავი კომბინაცია. თქვენ იცით, როდის უნდა დაიცვათ წესები და როდის დაარღვიოთ ისინი. თქვენ არ გეშინიათ ცვლილებების, მაგრამ ასევე აფასებთ კომფორტს და სტაბილურობას, რაც რუტინას მოაქვს. თქვენ ხართ ადაპტირებადი, მრავალმხრივი და შეგიძლიათ მოერგოთ ნებისმიერ სიტუაციას. თქვენ ხართ ისეთი ადამიანი, ვისაც უყვარს გეგმის ქონა, მაგრამ არ ეშინია მისგან გადახვევის, თუ რაიმე საინტერესო გამოვა.ფინჯანი N3რუტინული ადამიანი ხართ. კომფორტს პოულობთ ნაცნობში და აფასებთ თქვენს ცხოვრებაში სტაბილურობას. სანდო ხართ და სხვები ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის და მხარდაჭერისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთისთვის რუტინა მოსაწყენია, თქვენ იცით, რომ ეს არის წარმატების საფუძველი. ეს არ არის ის, რომ თქვენ წინააღმდეგობას უწევთ ცვლილებას, არამედ ის, რომ გირჩევნიათ ნელა და მარტივად იცხოვროთ. თქვენ ხართ იმ ტიპის ადამიანი, რომელიც გეგმავს თქვენს მოგზაურობებს ყურადღებით და მოსწონს ზოგადი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა მოხდება შემდეგ.

ილია წულაია

პოლიტიკა 1714295281

ევროპის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ გამჭვირვალობა და კარგი მმართველობაა, დღეს საქართველოში ბიზნესი გამჭვირვალეა, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა ნებისმიერ სხვა სექტორში, მათ შორის არასამთავრობო სექტორში - „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია

კომპანია "არქის" დამფუძნებელი, ბიზნესმენი ილია წულაია, "გამჭვირვალობის კანონპროექტის" ინიციირების გამო ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. წულაიას განცხადებით, ქართველი ხალხის მიზანია გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, რისთვისაც სწორედ დღევანდელ ხელისუფლებასთან ერთად გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.მისივე თქმით, გამჭვირვალობა ევროპის ერთ-ერთი ღირებულებაა და მნიშვნელოვანია მისი უზრუნველყოფა ნებისმიერ, მათ შორის, არასამთავრობო სექტორშიც. "მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს! მე, როგორც არქის დამფუძნებელი და ქართული ბიზნესის წარმომადგენელი, ვფიქრობ საჭიროებაა იმისა, რომ დავაფიქსირო ჩემი შეხედულება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ევროპა და ევროპული ღირებულებები პირადად ჩემი და ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო არჩევანია.ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიზანია გახდეს ევროპის დიდი ოჯახის ნაწილი, რის მისაღწევადაც, ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ დღევანდელი ხელისუფლების მიერ გადაიდგა არაერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი: ასოცირების შეთანხმების გაფორმება, ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა - ქართველი ხალხი, ხელისუფლება გააგრძელებს პროგრესს ამ გზაზე და ერთად მივაღწევთ საბოლოო მიზანს - ევროკავშირში გაწევრიანებას! ასევე, მიუხედავად იმისა ხარ თუ არა დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ყველასთვის ნათელი უნდა იყოს - 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ბიზნესისადმი მიდგომა რადიკალურად შეიცვალა, ჩამოყალიბდა ბიზნესის კეთებისთვის თავისუფალი და უსაფრთხო გარემო, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ გაზარდონ საკუთარი ბიზნესი და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. შედეგად მივიღეთ სტაბილური და რაც მთავარია სწრაფი ტემპით მზარდი ეკონომიკა, რაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება. რაც შეეხება დღევანდელი აჟიოტაჟის თემას, გამჭვირვალობის კანონს, თითოეული ჩვენგანისთვის ცნობილია, რომ ევროპის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ გამჭვირვალობა და კარგი მმართველობაა (Good Governance). ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი გამჭვირვალეა, მათ შორის საგადასახადო და ინვესტიციების წარმომავლობის კუთხით.ჩემი ღრმა რწმენით, ასევე მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა ნებისმიერ სხვა სექტორში, მათ შორის არასამთავრობო სექტორში. კარგად მოგეხსენებათ, რომ სწორედ ადგილობრივი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის უცხოური (დიდი ალბათობით ჩრდილოეთიდან) გაუმჭვირვალე დაფინანსებით მოხდა ხელოვნური აქციების გამართვა და არაერთი სტრატეგიული პროექტის განხორციელების შეფერხება (მათ შორის ნამახვანის ჰესი), რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს. ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ვალია, არ მივცეთ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სიტუაციის არევის საშუალება და მშვიდობა და განვითარება შევინარჩუნოთ! დარწმუნებული ვარ, ბრძენი ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ იტყვის საკუთარ სიტყვას სიმშვიდის შენარჩუნების, საქართველოს განვითარების და ევროინტეგრაციის საქმეში!” - წერს ილია წულაია.      

ზაზა ფაჩულია

ტაბლოიდი 1714294200

ზაზა ფაჩულიას მეუღლემ იმიჯი შეიცვალა - ნახეთ, ფოტოები

 ზაზა ფაჩულიას მეუღლე, თიკა ალავიძე-ფაჩულია შესანიშნავ ფორმაშია. ის 4 შვილის დედაა და ბრწყინვალედ გამოიყურება.ახლახან მან წითელ მოტკეცილ კაბაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც მისი გამომწერების აღფრთოვანება დაიმსახურა:„რა ლამაზი ხარ, თიკა“;„მისის ფაჩულია…“აღსანიშნავია, რომ თიკამ მოკლე ვარცხნილობა მოირგო.