ტბაში გემის ჩაძირვის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 150-ს ამ დრომდე ეძებენ

16:42 05-27-2019
1118

გემი, რომელსაც 350-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა, ტბაში ჩაიძირა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 30 ადამიანი. შემთხვევა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოხდა.

მაშველებმა 183 მგზავრის გადარჩენა შეძლეს, 150-ზე მეტი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ოფიციალური ვერსიით, ინციდენტი ძლიერმა ქარმა გამოიწვია, თანაც გემი გადატვირთული იყო, რამაც მის ჩაძირვას შეუწყო ხელი.

ავტორი: მარიამ გიგანი