სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის ახალი თავმჯდომარე ცნობილია

14:00 05-24-2019
25

სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე საბჭოს წევრთა 12 ხმით, მერაბ გაბინაშვილი დაინიშნა.

გაბინაშვილთან გასაუბრება იუსტიციის საბჭოს წევრებმა ცოტა ხნის წინ დაასრულეს, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე დადგა.

რაც შეეხება მეორე ვაკანტურ თანამდებობას, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შენგელია 10 ხმით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე გახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეობის ვაკანტურ პოზიციებზე თითო-თითო კანდიდატი იყო წარდგენილი.