2 შეთავაზება „რუსთავი 2“-ს - რა საკითხებს განიხილავენ პარტნიორთა კრებაზე

11:50 05-24-2019
119

25 მაისს, 15:00 საათზე „რუსთავი 2-ის შენობაში ჩანიშნულია პარტნიორთა კრება. სადაც განხილული საკითხები ​დავის ალტერნატიული გზების შესაძლებლობების გამონახვას შეეხება. კრების მოწვევის ორგანიზატორი „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელი, ნინო ნიჟარაძეა

ნინო ნიჟარაძისთვის მნიშვნელოვანია მიიღოს ის ინფორმაცია, რომელიც უნდა მიიღოს „რუსთავი 2“-ის დირექტორისგან და დამფუძნებელი პირებისგან. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებებს.

„ჩვენ არბიტრაჟის მეშვეობით საკითხების გადაჭრას შევთავაზებთ. რაც რუსთავი 2 ის გენერალური დირექტორის მხრიდან გაჟღერდა. ვეხმიანებით და მზად ვართ ასე მივაღწიოთ შეთანხმებას.

ასევე, ვთავაზობთ კიდევ უფრო მარტივ გზას, ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის გადაცემას მსოფლიოში წამყვანი რომელიმე აუდიტორული კომპანიისთვის. თუკი იქნება არჩეული ასეთი აუდიტორული კომპანია, ჩვენ ყველანაირად ვენდობით მის შედეგებს, რომელსაც ის დადებს ტელევიზიაში მიმდინარე ფინანსურ საკითხებზე. ჩვენ სურვილი გვაქვს მაქსიმალური გამჭვირვალობისთის კრებას დაესწროს მედია, - განაცხადა ყავლაშვილმა.

სასარჩელო მოთხოვნასთან არაფერი შეცვლილა. მოთხოვნები იგივე რჩება. 

აუდიტორიული ორგანო დავის განმხილველი კომპანია ვერ იქნება, თუმცა ის იქნება ჩემი მარწმუნებლის სახელმძღვანელო, აუდიტორული კომპანიის დასკვნით დადგინდება თანხები, რომლებსაც ჩვენ ვედავებით  კომპანიის მაჟორიტარ პარტნიორებს და დირექტორს კომპანიის სასარგებლოდ. თუ თანხები არ არის გაფლანგული, ან სხვა ფორმით დაკარგული, თავისთავად ცხადია, ამ შემთხვევაში ნიჟარაძე სარჩელს გაიტანს. თუ დასკვნაში სხვა პოზიცია დადგინდება, ბუნებრივია, მაშინ შევთანხმდებით, სასამართლოში გაგრძელდეს დავა, თუ არბიტრაჟის მეშვეობით“, - აცხადებს ადვოკატი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ იურისტებს და დირექტორს 9%-იანი წილის მფლობელისთვის ამ დრომდე არ უპასუხიათ. როგორც „პრაიმტაიმს“ იურისტმა თამთა მურადაშვილმა განუცხადა, მათ ჯერ მასალა არ უნახავთ და მისი გაცნობის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.