საქართველოს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ეწვია

23:40 05-23-2019

საქართველოს, პირველი ოფიციალური ვიზიტით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ეწვია. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

აეროპორტში ვან ის საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელი და ჩინეთში საქართველოს ელჩი, ასევე საქართველოში ჩინეთის ელჩი შეეგებნენ. 

საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრისას ძირითადი ყურადღება ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს დაეთმობა. 

ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში დავით ზალკალიანს, სალომე ზურაბიშვილსა და მამუკა ბახტაძეს შეხვდება.