თამარ ჩერგოლეიშვილი ზურაბ ჯაფარიძეზე - ეტყობა ასეთი ასაკი დაუდგა.. ეგოს მოფხანვის

20:54 05-22-2019
2476

„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის  პოზიციას იმის შესახებ,  რომ „ევროპული საქართველო“ მათი კანდიდატის, შალვა შავგულიძის მხარდასაჭერად  გირჩს უნდა დაელაპარაკოს, “ტაბულას„  დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეშვილმა ეგოს მოფხანვა უწოდა. 

მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებში გადასული კანდიდატების მხარდაჭერის თემაზე მათ “ტვ პირველის„  ეთერში ისაუბრეს. 

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ზურაბ ჯაფარიძე გარდატეხის ასაკიდან ვერ გამოვიდა და  ამით საკუთარი ეგოს დაკმაყოფილება სურს. ამასთან, მან ჯაფარიძეს მიმართა და უთხრა, რომ ის ინფანტილური და აზრზე მოსაყვანია. 

“გარდატეხის ასაკში გაჭედილი ადამიანის სურვილია, ეტყობა ასეთი ასაკი დაუდგა. შალვა შავგულიძე რა ტიპის ადამიანია და რისი სჯერა, ამის შესახებ მან ბევრჯერ ისაუბრა ეთერში. მე მესმის გარდატეხის ასაკში გაჭედილი ადამიანების სურვილი, რომ მათთან მივიდეს, მათ ტერიტორიაზე და დაელაპარაკოს. მეც არ ვეთანხმები ბევრ რამეში შავგულიძეს, მაგრამ სასწორზე რა დევს?! ან გამართლდეს მიშა სააკაშვილის სიტყვები, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი არ აქვს და კიდევ უფრო არ გაიზარდოს უნდობლობა დემოკრატიული პროცესის მიმართ, რომელიც მთელ მსოფლიოში საფრთხის ქვეშ არის ამ მძვინვარე პოპულიზმის ტალღის ქვეშ„- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა. 

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მან არ იცის შავგულიძე რა ტიპის ადამინია, რისი სჯერა.. ის, რომ შალვა შავგულიძე ლადო კახაძეს ჯობია, ჯაფარიძისთვის არგუმენტი  არ არის. 

გირჩის” მხარდამჭერებისთვის მინდა გასაგები იყოს, რომ რასაც ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი საუბრობს, რომ მე ვარ ინფანტილური და აზრზე მოსაყვანი. არ გამომყვე მე, გაყევი ბაქრაძეს. ბაქრაძეა არაინფანტილური და აზრზე მოსული. კახაძემ მინიმუმ ის გააკეთა, რომ მოვიდა ჩვენთან და დაჯდა. მიუხედავად იმისა, რომ  ჩემი აზრით, სრული სისულელეები ილაპარაკა“-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა პოლიტმეტრში.

თამარ ჩერგოლეიშვილმა კი ოპონენტის ამ სიტყვებს „ეგოს მოფხანვა“ უწოდა. „მფხანეთ“ -უპასუხა ჯაფარიძემ.