სამხედრო მოსამსახურე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - ამოღებულია სანადირო თოფი

14:13 05-16-2019
897

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის  მე-10  კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სანადირო თოფი. 

„გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“. - ნათქვამია განცხადებაში.

ამ კვირაში ქართველი კონტრაქტორი ჯარისკაცის გარდაცვალების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 12 მაისს ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე 24 წლის რიგითი ვლადიმერ მახათაძე გარდაცვლილი იპოვეს.