საოლქო კომისიამ სპეცსიები ხმაურის ფონზე დაამტკიცა 

13:08 05-16-2019
46

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში დასრულდა სხდომა, სადაც მიიღეს წარმოდგენილი სპეციალური სიები. ამ ყველაფერს ოპოზიციის პროტესტი ახლდა თან.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, არ მისცემენ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ მიიღეს ისეთი სიები, სადაც სხვაგან რეგისტრირებული ადამიანები წერია.

მანამდე ხატია დეკანოიძემ​ შეკრებილებს ვიდეომასალა აჩვენა, სადაც როგორც თავად ამბობს ჩანს, თუ სად და როგორ პირობებში გადაიტანეს სიები და რეგისტრატორის ბეჭდები.

სპეცსიებთან დაკავშირებით, მირანდა მესხმა განმარტა, რომ შს სამინისტროს ადმინისტრაციისგან მოწოდებული იყო 299-კაციანი სია, საიდანაც 199-კაციანი სია დამტკიცდა.

„ეს ადამიანები არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას სპეც.სიების საშუალებით. არანაირი დარღვევა არ არის სპეცსია, შეგვიძლია კანონში წავიკითხოთ, ზუსტად ის კატეგორიაა, რომლებიც თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ვერ ახერხებენ გადაადგილებას. ისინი არიან ზუგდიდში მცხოვრებლები, თუმცა რეგისტრაციის მიხედვით ვერ ახერეხებენ ხმის მიცემას, - განმარტა მესხმა.

ზუგდიდში სხდომა დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა.

 

ავტორი: თეა შონია