ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება

13:02 05-16-2019
15

უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ფიცს 20 მაისს დადებს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ დღეს მიიღო.მომხრე 315 დეპუტატი იყო.

ზელენსკის მოთხოვნის მიუხედავად, რომ ინაუგურაცია 19 მაისს გამართულიყო, პარლამენტმა ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. ამ დღეს უკრაინაში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. ინაუგურაციის 19 მაისს გამართვას 207 მომხრე ჰყავდა, თუმცა საჭირო 226 დეპუტატი იყო.  „ვერხოვნა რადაში“ ინაუგურაციის საკითხზე შვიდი კანონპროექტი იყო წარდგენილი.

21 აპრილს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ყველა ბიულეტენის დათვლის შედეგებით,  ვლადიმირ ზელენსკის ხმების 73,22% ერგო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზელენსკის ხმა მისცა 13,5 მილიონამდე ადამიანმა. ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოაგროვა 4 522 450 ხმა, 25%-ზე ნაკლები.