საქართველოდან უცხოეთში ფულადი გზავნილების სახით 19 მილიონ დოლარზე მეტი გავიდა

14:38 05-15-2019
32

2019 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 10.1 პროცენტით მეტია 2018 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.7 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 93.5 პროცენტი მოდიოდა.

იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით თანხა ირიცხება, ასეთია:  რუსეთი, იტალია, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი.

2019 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.1 მილიონი დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 18.5 მლნ აშშ დოლარისა (45.0 მლნ ლარისა) 2018 წლის აპრილში.